პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი – პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ სი ძინპინს ვლადიმერ პუტინზე გავლენა აქვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განიხილა ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში ჩართვის საკითხი, რადგან მას პუტინზე გავლენა აქვს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მზადაა შეხვდეს ვლადიმერ პუტინს და აშშ-ის პრეზიდენტს სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაში დახმარება სთხოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ სი ძინპინს ვლადიმერ პუტინზე გავლენა აქვს
ალია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის, ომის დასრულების მოლაპარაკებებში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილა.

“ხვალ პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთის ლიდერს შეხვდება. პრეზიდენტს ძალიან გულახდილად ვუთხარი, რომ ჩვენი აზრით, თუ ის პრეზიდენ სი ძინპინსაც ჩართავს, მას პუტინზე გავლენა აქვს. თუ გვსურს, რომ ეს ომი მხოლოდ სიტყვებით არ დასრულდეს, მაშინ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ამაზე 24 საათის განმავლობაში – ხალხის გულისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს და რომ აშშ-ის პრეზიდენტს სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაში დახმარების გაწევა შეუძლია. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ რუსეთს გადასცემს უკრაინის წინადადებას ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტი დადებითად არის განწყობილი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების საკითხის მიმართ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა რუსეთთან და აშშ-სთან სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ პუტინზე: გინდა ომის დასრულება? - დაჯექი, ილაპარაკე, დაასრულე
  3. ტაბულაოპოზიციურიზელენსკის თქმით, ენერგოობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ის ორმხრივი იქნება
  4. ტაბულაოპოზიციურიზელენსკი პუტინზე: თუ ომის დასრულება გინდა, დაჯექი, ილაპარაკე, დაასრულე
  5. რუსთავი 2სამთავრობოგამოსავალი უნდა ვიპოვოთ, იმედია ასეც მოხდება, ვფიქრობ, ისინი შეთანხმებას მიაღწევენ - ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას მართავენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები