ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ზელენსკი პუტინზე: თუ ომის დასრულება გინდა, დაჯექი, ილაპარაკე, დაასრულე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ მზადაა ვლადიმირ პუტინთან და დონალდ ტრამპთან სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის. მისი თქმით, თუ პუტინს ომის დასრულება სურს, მან უნდა ილაპარაკოს და დიალოგი გამართოს, ხოლო ტრამპის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ასეთი სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება იქნებოდა.

ზელენსკი პუტინზე: თუ ომის დასრულება გინდა, დაჯექი, ილაპარაკე, დაასრულე
ზელენსკი პუტინზე: თუ ომის დასრულება გინდა, დაჯექი, ილაპარაკე, დაასრულეტაბულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ რეპორტიორებთან თქვა, რომ პუტინთან და ტრამპთან სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის მზად არის და თუ პუტინს ომის დასრულება სურს, უნდა "დაჯდეს, ილაპარაკოს და დაასრულოს".

მანვე დაამატა, რომ თუ პუტინს ომის დიალოგით დასრულება სურს, საამისოდ "უნდა შეხვდეს და დაილოგი ჰქონდეს".

"როდესაც ხალხი ბევრს ლაპარაკობს, რომ ომის დასრულება სურთ და "რომ არ დაიწყეს", ან რომ არის გარკვეული ისტორიული მიზეზები ან არსებობს რაღაც მიზეზები ქვეყნებს შორის, რომლებიც ჯერ უნდა გადავწყვიტოთ და ასე შემდეგ. იცით, ეს სრული სისულელეა რეალურად.

თუ ჩვენს შორის ომის დასრულება გსურს, ომს არც იწყებ, მაგრამ კარგი, რადგან უკვე ამდენად რთულ პოზიციაში ვართ. თუ პრობლემის მოგვარება გსურს, აგვარებ. თუ ომის დასრულება გსურს, ასრულებ. თუ ამბობ, რომ ომს დიალოგით ასრულებ, ეს ნიშნავს, რომ უნდა შეხვდე და დიალოგი გქონდეს. იცინებ თუ არ გაიცინებ, თუ გეზიზღებათ ერთმანეთი, მტრები ხართ, ყველაფერი გასაგებია - თუ ომის დასრულება გინდა, დაჯექი, ილაპარაკე, დაასრულე". - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპმა მასთან საუბრისას ომის დასრულების სურვილი გამოხატა და თქვა, რომ საამისოდ მზად არის, "ყველაფერი" გააკეთოს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ტრამპს შეუძლია, სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაა.

"ვფიქრობ, რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც პრეზიდენტ [ტრამპს] შეუძლია, ესაა სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება, სადაც ლიდერებს შეეძლებათ, ყველანაირი სენსიტიური საკითხი წამოჭრან და ომის დასრულება სცადონ. [...] მზად ვარ, [შევხვდე პუტინს]. ეს ვთქვი, მზად ვარ ნებისმიერ დროს, როდესაც ყველა მხარე მზად იქნება. ვფიქრობ, რომ ყველამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ". - თქვა ზელენსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვფიქრობ, რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც პრეზიდენტ [ტრამპს] შეუძლია, ესაა სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება, სადაც ლიდერებს შეეძლებათ, ყველანაირი სენსიტიური საკითხი წამოჭრან და ომის დასრულება სცადონ. [...] მზად ვარ, [შევხვდე პუტინს]. ეს ვთქვი, მზად ვარ ნებისმიერ დროს, როდესაც ყველა მხარე მზად იქნება. ვფიქრობ, რომ ყველამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.