დონალდ ტრამპი: „დადგა დრო, რომ უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს – შესაძლოა, უკრაინისთვის დროა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სხვა ადამიანი წარადგინოს და არა ზელენსკი“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა უკრაინამ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ვოლოდიმირ ზელენსკის ნაცვლად სხვა წარადგინოს, რადგან მისი თქმით, ზელენსკი სიტუაციის მოგვარებას ხელს არ უწყობს.

„თუ პუტინსა და სი ძინპინს სურთ სამმხრივი შეხვედრის ჩატარება ჩინეთში, მე ვისურვებდი, რომ ის შედგეს. სი ძინპინი უკრაინასთან მიმართებით ძალიან სამართლიანად იქცეოდა. ის ზედმეტად არ ერეოდა ამ საქმეებში. იგივე ეხება რუსეთსაც. მათ არც კი გამოუვლენიათ ის, რისი გაკეთებაც შეეძლოთ. მათ იციან, რომ მე ამას ვაფასებ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს პუტინთან უკრაინის საკითხზე და მას არ აქვს განზრახული მათი შეწყვეტა შუა პროცესში.
„რუსეთი, სიმართლე რომ ვთქვა, უკრაინის მიმართ საკმაოდ ნორმალურად იქცეოდა. მათ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ.
ზელენსკი სიტუაციის მოგვარებას განსაკუთრებულად არ უწყობს ხელს. მეჩვენება, რომ მას არ სურს, ეს შეწყდეს. მაგრამ მე მინდა, რომ ადამიანები არ იღუპებოდნენ. დადგა დრო, რომ უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს. შესაძლოა, უკრაინისთვის დროა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სხვა ადამიანი წარადგინოს და არა ზელენსკი“, – განაცხადა ტრამპმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიტრამპი: დადგა დრო, რომ უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს - შესაძლოა, უკრაინისთვის დროა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სხვა ადამიანი წარადგინოს და არა ზელენსკი
- რუსთავი 2"ზელენსკი სიტუაციის მოგვარებას დიდად არ უწყობს ხელს. შესაძლოა, უკრაინისთვის დროა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ზელენსკის ნაცვლად სხვა კანდიდატურა წარადგინოს" - ტრამპი
ციტატები სტატიიდან
„რუსეთი, სიმართლე რომ ვთქვა, უკრაინის მიმართ საკმაოდ ნორმალურად იქცეოდა. მათ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ. ზელენსკი სიტუაციის მოგვარებას განსაკუთრებულად არ უწყობს ხელს. მეჩვენება, რომ მას არ სურს, ეს შეწყდეს. მაგრამ მე მინდა, რომ ადამიანები არ იღუპებოდნენ. დადგა დრო, რომ უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს. შესაძლოა, უკრაინისთვის დროა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სხვა ადამიანი წარადგინოს და არა ზელენსკი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.