ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა განვლილი საქმიანობა, სამომავლო პრიორიტეტები და სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხები განიხილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართარუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.

შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში შეჯამდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გასულ წლებში განხორციელებული აქტივობები. ასევე, ყურადღება დაეთმო სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შშმ პირთა არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფასა და მათი საჭიროებების გათვალისწინებას.

სამართალდამცავი უწყების სერვისებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი და ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შშმ პირთა თემთან უწყვეტი კონსულტაციისა და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და საკონსულტაციო ჯგუფის წევრები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პოლიციის აკადემიის მსმენელებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები