ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატი იონათამიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც უწყებათაშორისი თანამშრომლობა, სერვისებზე ხელმისაწვდომობა და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.

რატი იონათამიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
რატი იონათამიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მონაწილეობა მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

რატი იონათამიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით უწყებათაშორისი თანამშრომლობის აუცილებლობას.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო როგორც შშმ პირთათვის სამართალდამცავი უწყების სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხი, ასევე, სამინისტროს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო პრიორიტეტებსა და გეგმებს, მათ შორის, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფას, ასევე მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების გათვალისწინებას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და შშმ პირთა თემის წარმომადგენლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რატი იონათამიშვილი: „საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოება ენდობა საქართველოს, ხედავს იმ პროგრესს, რაც არისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები