პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა - პერსონალური ასისტენტის სერვისით უზრუნველყოფა მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც შშმ პირებისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისი მხოლოდ მომსახურების ხელშეკრულებით გაიცემა. მომხსენებელ რატი იონათამიშვილის განმარტებით, არსებული შრომითი ხელშეკრულებები მხარეთა ურთიერთობის ორგანიზებისას პრობლემებს ქმნიდა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა - პერსონალური ასისტენტის სერვისით უზრუნველყოფა მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

პროექტის თანახმად, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" კანონით გათვალისწინებული პერსონალური ასისტენტის სერვისით უზრუნველყოფა მხოლოდ მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება.

როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, პერსონალური ასისტენტის საქმიანობა, თავისი არსით, მომსახურებას წარმოადგენს და შრომითი ხელშეკრულებები გარკვეულ პრობლემებს ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ პერსონალურ ასისტენტებს შორის ურთიერთობის ორგანიზების დროს.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა საკანონმდებლო ცვლილების მომზადება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რატი იონათამიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები