ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დონალდ ტრამპი უკრაინა-რუსეთზე - შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, ვფიქრობ, რაღაც მოხდება - უკრაინელები ნამდვილად კარგი მებრძოლები არიან, შეუძლიათ საკუთარი თავით იამაყონ - ენერგეტიკაზე დარტყმები დიდი დარტყმაა რუსებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ომის დასრულების, უკრაინისთვის მხარდაჭერისა და რუსეთის ენერგეტიკაზე მიტანილი დარტყმების შესახებ ისაუბრეს.

დონალდ ტრამპი უკრაინა-რუსეთზე - შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, ვფიქრობ, რაღაც მოხდება - უკრაინელები ნამდვილად კარგი მებრძოლები არიან, შეუძლიათ საკუთარი თავით იამაყონ - ენერგეტიკაზე დარტყმები დიდი დარტყმაა რუსებისთვის
დონალდ ტრამპი უკრაინა-რუსეთზე - შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, ვფიქრობ, რაღაც მოხდება - უკრაინელები ნამდვილად კარგი მებრძოლები არიან, შეუძლიათ საკუთარი თავით იამაყონ - ენერგეტიკაზე დარტყმები დიდი დარტყმაა რუსებისთვისინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „ლინდსი გრემის“ კანონპროექტის მხარდაჭერისთვის.

დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან ისაუბრეს.

“მადლობა თქვენი პირადი მხარდაჭერისთვის და ორპარტიული მხარდაჭერისთვის, როდესაც მათ მხარი დაუჭირეს “ლინდსი გრემის კანონპროექტს”. დიდი მადლობა ამისთვის… იმედი მაქვს, ამ ომს დავასრულებთ და პრეზიდენტი ტრამპი დაგვეხმარება ამ ომის დამთავრებაში. ვფიქრობ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთოთ, ზამთრამდე, ჯობია რომ ზამთრამდე იყოს. ასე რომ, ბევრ სხვადასხვა რაღაცას განვიხილავთ”, - განაცხადა ზელენსკიმ შეხვედრის დაწყებამდე.

ტრამპმა ჟურნალისტებთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობებზე და რუსეთის ენერგეტიკაზე დარტყმებზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, მათ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ და არ მინდა იმის თქმა, თუ რა შეთანხმებაა. ბევრი ვისაუბრეთ ამაზე, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთან და ვფიქრობ, რაღაც მოხდება.

ისინი [უკრაინელები] ნამდვილად კარგი მებრძოლები არიან. შეუძლიათ საკუთარი თავით იამაყონ, იმის მიუხედავად, თუ რა მოხდება. ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე ხალხია, დიდი შესაძლებლობების ხელმძღვანელობაა…

[ენერგეტიკაზე უკრაინის დარტყმები] დიდი დარტყმაა რუსებისთვის. ეს ასევე დიდი დარტყმაა დიზელის საწვავის ფასზე. მისი ფასი საკმაოდ გაიზარდა. ვისაუბრებთ ამაზე, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული დარტყმაა, რუსეთისთვის უდავოდ”, - განაცხადა ტრამპმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მადლობა თქვენი პირადი მხარდაჭერისთვის და ორპარტიული მხარდაჭერისთვის, როდესაც მათ მხარი დაუჭირეს “ლინდსი გრემის კანონპროექტს”. დიდი მადლობა ამისთვის… იმედი მაქვს, ამ ომს დავასრულებთ და პრეზიდენტი ტრამპი დაგვეხმარება ამ ომის დამთავრებაში. ვფიქრობ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთოთ, ზამთრამდე, ჯობია რომ ზამთრამდე იყოს. ასე რომ, ბევრ სხვადასხვა რაღაცას განვიხილავთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.