ზელენსკი და ტრამპი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ერთმანეთს შეხვდებიან
გამოცემა "აქსიოსის" ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდებიან. მანამდე მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ტრამპმა ზელენსკის რუსეთის ნავთობ-გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტა სთხოვდა გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასის ზრდის გამო.

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ერთმანეთს შეხვდებიან. მანამდე კი, პრეზიდენტებს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. ინფორმაციას "აქსიოსი" ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ტრამპმა არაერთხელ სთხოვა ზელენსკის, რუსეთის ნავთობ-გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეეწყვიტა, რადგან ეს, მისივე შეფასებით, გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასს ზრდის.
სტატიაში წერია, რომ, ფრონტზე არსებული ესკალაციის ფონზე, თეთრი სახლი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლებასა და შეთანხმების მიღწევას ცდილობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.