ვფიქრობ, ისინი შეთანხმებას მიაღწევენ – ტრამპი უკრაინა-რუსეთზე
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის წინ მედიასთან ისაუბრეს. ტრამპმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ. თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ იმედოვნებს აშშ-ის პრეზიდენტის დახმარებას ომის ზამთრამდე დასრულებაში და განაცხადა, რომ მზადაა ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად.

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან ისაუბრეს.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, ჩვეული ფრაზა, რომ ფიქრობს რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას მიაღწევენ, მაგრამ კვლავ არ დაუკონკრეტებია შესაძლო შეთანხმების დეტალები.
„ნუ, ვფიქრობ, ისინი შეთანხმებას მიაღწევენ და არ მინდა ვთქვა, რაში მდგომარეობს ეს შეთანხმება. ჩვენ ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთანაც, და ვფიქრობ, რაღაც მოხდება“, – თქვა ტრამპმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინელები ძალიან კარგი მებრძოლები და უნარიანი ხალხი არიან.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმედოვნებს, პრეზიდენტი ტრამპი „დაგვეხმარება ამ ომის დასრულებაში. და ვფიქრობ, ეს რაც შეიძლება სწრაფად, ზამთრამდე უნდა გავაკეთოთ, უკეთესია ზამთრამდე“.
სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ ვიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, მიმდინარე კონფლიქტის განსახილველად ახლახან იმოგზაურეს როგორც კიევში, ისე მოსკოვში. იმ დროისთვის თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ეს მოლაპარაკებები იყო „არსებითი“ და მომდევნო ნაბიჯები უახლოეს კვირებში განიხილებოდა.
ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად აღნიშნა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ“, რაც აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია გააკეთოს, სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაა, სადაც განხილული იქნება „ყველა სენსიტიური საკითხი, რაც ლიდერებს ომის დასასრულებლად შეუძლიათ წამოჭრან“.
შეკითხვაზე, იყო თუ არა მზად ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისთვის, ზელენსკიმ პირდაპირ უპასუხა: „მზად ვარ“.
„ნებისმიერ დროს, როდესაც ყველა მხარე მზად იქნება… ჩვენ ყველამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“, – ამბობს ის.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„ნუ, ვფიქრობ, ისინი შეთანხმებას მიაღწევენ და არ მინდა ვთქვა, რაში მდგომარეობს ეს შეთანხმება. ჩვენ ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთანაც, და ვფიქრობ, რაღაც მოხდება“
„ყველაზე მნიშვნელოვანი რამ“
„მზად ვარ“
„ნებისმიერ დროს, როდესაც ყველა მხარე მზად იქნება… ჩვენ ყველამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“
„ყველა სენსიტიური საკითხი, რაც ლიდერებს ომის დასასრულებლად შეუძლიათ წამოჭრან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.