ბექა დავითულიანი: გვინდა, ევროპა გასწორდეს ღირებულებებში, გაძლიერდეს, იყოს სამართლიანი ჩვენთან მიდგომაშიც და იყოს მონაწილე მსოფლიო პოლიტიკის - ვხედავთ, აღარ არიან ისინი თავისი ბედის გადამწყვეტები და სხვები წყვეტენ მათ ბედს. ამიტომ არ ვიცი, მათი შანტაჟის ახლა ვისღა უნდა ეშინოდეს?!
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ევროკავშირმა სუბიექტურობა დაკარგა, სხვები წყვეტენ მის ბედს და გაუგებარია, „მათი შანტაჟის ახლა ვისღა უნდა ეშინოდეს“.

ცოტა სასაცილოდ მეჩვენება ევროკავშირის მხრიდან ვინმეს შანტაჟი, მგონი, თავად არიან შანტაჟის მსხვერპლები, - - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა.
მისივე თქმით, იდეას თუ აზიანებ, რასაც ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები ჰქვია, მერე თავადაც ზიანდები.
„უფრო დიდი სახელმწიფოები სხდებიან და საუბრობენ მსოფლიოს განაწილებაზე და პოზიციების დაფიქსირებაზე, მათ შორის ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკაზე - ერთი ევროპელიც რომ არ ზის მაგიდასთან. ამასობაში თვითონ დაკარგეს სუბიექტურობა და იმის უფლება, რომ საკუთარი ბედი გადაწყვიტონ. აი, ამ ჩვენსავით მცირე სახელმწიფოების უსამართლო დევნაში, რადგან პირველ რიგში, არსებობს იდეა და შემდეგ ამ იდეის ხორცშესხმა. ამ იდეას თუ აზიანებ, რასაც ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები ჰქვია, მერე შენ თვითონაც ზიანდები. მათ ბოლო, იმდენი წელი გაანიავეს, როდესაც თავისი ძალისმიერი მხარე საერთოდ მოიხსნეს და თავისი უსაფრთხოება სხვებს გადასცეს, იმდენი დრო გაფლანგეს, რომ არ არის ცხადი, რომ ამ დროის ამოქაჩვა შესაძლებელი იქნება, რაც ჩემთვისაც სამწუხაროა, რადგან ალბათ, ევროპა ერთ-ერთი ყველაზე ახლობელია ღირებულებითი თვალსაზრისით ჩვენი ხალხისთვისაც. პირიქით, ჩვენ გვინდა, ევროპა გასწორდეს ღირებულებებში, გაძლიერდეს, იყოს სამართლიანი ჩვენთან მიდგომაშიც და იყოს მსოფლიო პოლიტიკის მონაწილე. ფაქტია, ვხედავთ, აღარ არიან ისინი თავისი ბედის გადამწყვეტები და სხვები წყვეტენ მათ ბედს. ამიტომ, არ ვიცი, მათი შანტაჟის ახლა ვისღა უნდა ეშინოდეს?!“, - განაცხადა დავითულიანმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…