პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბექა დავითულიანი 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებაზე: ეს დროული იყო იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვნახეთ მოვლენების შემდგომი განვითარება. შესაძლოა, იმ წუთას ბევრს ეფიქრა, რომ ეს არ იყო გარდაუვალი აუცილებლობა, თუმცა რეტროსპექტიულად, აქედან რომ გადავხედოთ და რა მოვლენებიც განვითარდა მას შემდეგ, ახლა ვხვდებით, რომ ეს იყო ძალიან დროული

ქართული ოცნება

ბექა დავითულიანის განცხადებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადავადება დროული იყო, რადგან საკითხი ხელისუფლებისა და სახელმწიფოს დასაშანტაჟებლად გამოიყენებოდა.

ბექა დავითულიანი 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებაზე: ეს დროული იყო იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვნახეთ მოვლენების შემდგომი განვითარება. შესაძლოა, იმ წუთას ბევრს ეფიქრა, რომ ეს არ იყო გარდაუვალი აუცილებლობა, თუმცა რეტროსპექტიულად, აქედან რომ გადავხედოთ და რა მოვლენებიც განვითარდა მას შემდეგ, ახლა ვხვდებით, რომ ეს იყო ძალიან დროული
იმედინიუსი

ბოლო მცდელობები იყო ამ ბრიფინგის შემდეგ, რომ დიდი შემოტევა ყოფილიყო სახელმწიფოზე, ჩვენ ესეც გადავაგორეთ და დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვართ ბევრად უფრო მყარი და ძლიერი, ვიდრე მანამდე ვიყავით, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა. კერძოდ, მან იმსჯელა, თუ რამდენად დროული და შედეგიანი აღმოჩნდა დღევანდელი გადასახედიდან საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე გადავადება.

დავითულიანმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვთქვით, რომ ეს მოლაპარაკებები გადავადდება, რადგან აღარ იყოს ინსტრუმენტად გამოყენებული ჩვენი ხელისუფლებისა და სახელმწიფოს შანტაჟისთვის და ამას მოჰყვა საზოგადოების რეაქცია. მაგრამ, მეორე მხრივ, თვითონ ევროკავშირის ლიდერები, წევრი სახელმწიფოები და პოლიტიკოსები, ხაზგასმით, ძალიან დიდი დებატების შედეგად რიგდებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ 2030 წელს იქნება ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის. ყველაფერი რაც მანამდე ხდებოდა, რეალურად ეს იყო თამაში ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე“, - აღნიშნა დავითულიანმა.

იგი მიიჩნევს, რომ პრემიერის მიერ ორი წლის წინ გაკეთებული განცხადება დროული იყო.

„ეს დროული იყო იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვნახეთ მოვლენების შემდგომი განვითარება. შესაძლოა, იმ წუთას ბევრს ეფიქრა, რომ ეს არ იყო გარდაუვალი აუცილებლობა, თუმცა რეტროსპექტიულად, აქედან რომ გადავხედოთ და რა მოვლენებიც განვითარდა მსოფლიოში მას შემდეგ, ახლა ვხვდებით, რომ ეს იყო ძალიან დროული“, - განაცხადა დავითულიანმა.

მან აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატები საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არ განიხილავენ და არც ქართველ ხალხს, რომლის ინტერესების დაცვასაც ხელისუფლება ყველა ასპარეზზე ცდილობს.

„ისინი განიხილავენ [საქართველოს] ერთი დიდი თამაშის ნაწილად და ეს ნაწილი დაზიანდება, გაფუჭდება, გამოსაცვლელი თუ გადასაგდები გაუხდებათ - სამწუხაროდ, მსოფლიოს დიდი პოლიტიკის ფიგურანტები, ასე ხედავენ - როგორც სახარჯ მასალას, ისე გიყურებენ. ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად თუ არა, მაქსიმუმ, ალბათ, მეორედ დავდექით, როგორც სახელმწიფო და ვთქვით - ეს ასე არ ხდება, თამაში დამთავრდა.

სადამდეც შეიძლებოდა ამის გატარება და ურთიერთობების არ გაფუჭება, სანამ სამყაროში არსებული პოლიტიკური ვითარება ამის საშუალებას იძლეოდა, „ქართულმა ოცნებამ“ მეტ-ნაკლებად ძალიან სწორად იარა. ის ევროკავშირის, მთლიანად დასავლეთის პარტნიორი იყო, ყველაფერს აკეთებდა, რომ ყველა პირობა დაეკმაყოფილებინა, რათა ამ სამყაროს სრულფასოვანი წევრი გამხდარიყო და 2022 წლის უკრაინის ომმა უბრალოდ, ხაზი გაავლო, ყველაფრის უტრირება მოახდინა და დადგა საკითხი ასე, რომ შენი ქვეყნის ინტერესს თუ არ დაიცავ, შეიძლება გაქრე“, - აღნიშნა დავითულიანმა.

მისივე თქმით, ყველამ იცოდა, რომ აღნიშნული ომი მოხდებოდა, საქართველოში კი „შემოაგდეს მათივე აგენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მანამდე „დემოკრატიის შუქურა“ იყო“. დავითულიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მყარად დადგა თავისი პოზიციების დასაცავად.

„არჩევანის თავისუფლებამდე მოვედით ახლა. უბრალოდ, ჩვენ თავის გადარჩენის პროცესში სხვა გზა არ გვქონდა. მოვიპოვეთ ის ელემენტარული სუვერენიტეტი, რომელიც სჭირდება სახელმწიფოს, რათა იარსებოს. ჩვენ რომ სხვაგვარად მოვქცეულიყავით, ეს ქვეყანა ვერ იქნებოდა არა თუ მშვიდობიან არსებობაში, არამედ შესაძლოა, ჩვენ საერთოდ არ ვყოფილიყავით. არ გვაქვს ჩვენ უკრაინისნაირი სტრატეგიული სიღრმე, რესურსები და არც იმხელა ინტერესია ჩვენ მიმართ ამ ნაწილში, რომ როგორც სახელმწიფო გადავრჩეთ, როგორც უკრაინის ნაწილში იქნებოდა. ამიტომ, აქ კეთილგონიერებამ გაიმარჯვა.

როდესაც ნახეს, რომ გარედან და ომში ჩათრევით არაფერი გამოდიოდა, შიდა ძალები მუდმივად მათ ნებაზე ისხდნენ. ამ შიდა ძალებს 12 წელის რევოლუციის პერმანენტული სურვილი აქვთ, არ გასმოდით. ბოლო მცდელობები იყო ამ ბრიფინგის შემდეგ, რომ დიდი შემოტევა ყოფილიყო სახელმწიფოზე. ჩვენ ესეც გადავაგორეთ და დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვართ ბევრად უფრო მყარი და ძლიერი, ვიდრე მანამდე ვიყავით“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბექა დავითულიანი: გვინდა, ევროპა გასწორდეს ღირებულებებში, გაძლიერდეს, იყოს სამართლიანი ჩვენთან მიდგომაშიც და იყოს მონაწილე მსოფლიო პოლიტიკის - ვხედავთ, აღარ არიან ისინი თავისი ბედის გადამწყვეტები და სხვები წყვეტენ მათ ბედს. ამიტომ არ ვიცი, მათი შანტაჟის ახლა ვისღა უნდა ეშინოდეს?!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები