პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: ტრამპმა ომის დასასრულებლად პუტინის მიმართ რიტორიკა უნდა შეცვალოს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა მარტივად შეუძლია, თუ თავის მკაცრ რიტორიკას უკრაინის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტზე გადაიტანს.

ზელენსკი: ტრამპმა ომის დასასრულებლად პუტინის მიმართ რიტორიკა უნდა შეცვალოს
იმედინიუსი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის ლიდერს დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია, თუ ის თავის რიტორიკას ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით შეცვლის.

„ტრამპს შეუძლია ძალიან მარტივად აიძულოს პუტინი მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს. ტრამპს მარტივად შეუძლია გადაიტანოს თავისი რიტორიკა, რომელსაც ჩემი მისამართით იყენებს, პუტინზე. მას მაგიდაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უდევს. მას ამისთვის ხმა არ მიუცია. ამას კენჭი კონგრესმა უყარა. შესაძლოა მას და პუტინს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ. არ ვიცი, რა ხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ტრამპის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტია დამნაშავე აშშ-ში დიზელის ფასების ზრდაში, არასამართლიანი უწოდა.

ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ურტყამს. სიტუაცია ენერგეტიკული ზავის წყალობით შეიცვლებოდა.

„პრეზიდენტი ტრამპი ამ საკითხთან დაკავშირებით პუტინთან შეთანხმებას ვერ აღწევს. პუტინი მას უარს ეუბნება. ამიტომ ამას პრეზიდენტი არა პუტინს, არამედ მე მაბრალებს. ის ამერიკელებს უხსნის, რომ აშშ-ში ფასები იზრდება იმის გამო, რომ ჩვენ რუსეთს ვურტყამთ. ეს სრული სიცრუეა. ჩვენ ტრამპთან კარგი ურთიერთობები გვაქვს და ვფიქრობ, რომ არასამართლიანია, როცა ამას მე მაბრალებს. ის კონტექსტს ამახინჯებს“, - თქვა ზელენსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოტრამპს ძალიან მარტივად შეუძლია, პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას. ის რიტორიკა, რომელსაც ტრამპი ჩემ მიმართ იყენებს, პუტინის წინააღმდეგ უნდა მიმართოს - ვოლოდიმირ ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩემთვის ტრამპთან საუბარი უფრო მარტივია, ვიდრე პუტინთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები