პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კლდეში ნაკვეთი უძველესი კომპლექსი საქართველოში - რას გვიამბობს უფლისციხის არქიტექტურა ქალაქის წარსულზე

უფლისციხის უნიკალურ კომპლექსზე კლიმატური პირობები მუდმივად მოქმედებს, რის გამოც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო პერიოდულ კვლევებს ატარებს საფრთხეების პრევენციისთვის.

დროში მოგზაურობას უძველესი ბილიკიდან ვიწყებთ. იქ, სადაც საუკუნეების წინ ადამიანებმა კლდეს სრულიად ახალი დანიშნულება მისცეს, შექმნეს ქალაქი თავისი ინფრასტრუქტურით, წესებით, რწმენით, ამბიციებით. ეს ქალაქი უფლისციხეა, ცასა და მიწას შორის. ძველი სამყაროს სავაჭრო გზების გადაკვეთის წერტილი..

უფლისციხის ისტორია ძვ.წ. მეორე ათასწლეულიდან იწყება, თუმცა მისი როგორც მნიშვნელოვანი საქალაქო ცენტრის ჩამოყალიბება გაცილებით გვიან, ელინისტურ ხანაში ხდება.

ეს არ იყო მხოლოდ საცხოვრებელი გამოქვაბულების ერთობლიობა, აქ მოწყობილი იყო ქუჩები, მოედნები, საკულტო სივრცეები, საზოგადოებრივი დანიშნულების დარბაზები, ზოგის ფუნქცია დღემდე ამოუცნობია.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში კლდეში 41 მეტრიანი საიდუმლო გვირაბი გამოკვეთეს. მას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა - ქალაქი წყლითა და საკვებით მარაგდებოდა, მტრის შემოსევების დროს ამ გზით ხდებოდა მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია. ეს გვირაბი რთული საინჟინრო სისტემის მხოლოდ ერთი ნაწილია.

არტეფაქტების ძიებისას გაჩნდა ვერსია, რომ ამ ტერიტორიაზე სამეფო სახელოსნო არსებობდა.

იცვლებოდა ეპოქები, პოლიტიკური ცხოვრება, ურბანული არქიტექტურა. ქრისტიანობის გავრცელებამ ძველ საკულტო სივრცეებს ახალი დანიშნულება შესძინა, გაჩნდა ახალი ქრისტიანული ნაგებობები.

მეცხრე-მეთერთმეტე საუკუნეებში უფლისციხე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი იყო. უფლისციხეზე გამავალი სავაჭრო და სამხედრო გზების ფუნქციები მონღოლთა შემოსევების შემდეგ შეიცვალა.

ბუნებრივ პირობებში, კულტურულ ძეგლზე გარემო ფაქტორები ზემოქმედებენ. 2019 წლიდან უფლისციხეში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით პერიოდულ კვლევებს ატარებს.

უფლისციხის უნიკალური ნაგებობის კლდის სტრუქტურაზე კლიმატური პირობები მუდმივად მოქმედებს, სპეციალისტების მიზანი არა მხოლოდ არსებული მდგომარეობის შეფასება, არამედ რისკების დროული გამოვლენა და საფრთხის პრევენციაა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები