დიალოგი ეროვნული ინტერესების დაცვით. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
„იმედის კვირის“ რეპორტაჟის თანახმად, მინსკში საქართველო-რუსეთის დიალოგის პირველი რაუნდი გაიმართა, სადაც პრემიერის წარმომადგენელმა რუს კოლეგასთან მოლაპარაკებები გამართა.

საქართველოს მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდე ოკუპაცია აშორებს, დეოკუპაციამდე კი პრაგმატული და სამშვიდობო პოლიტიკით უნდა მივიდეთ.
სპეკულაციები და ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების ტირაჟირება, იმედია, საბოლოოდ ვერ მოახდენს გავლენას დიალოგზე, თუმცა ხელისშემშლელი ფაქტორები უკვე გამოიკვეთა.
დიალოგის პირველი რაუნდი, ეროვნული ინტერესების დაცვით, მინსკში შედგა. პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა თბილისში დაბრუნების შემდეგ საკითხები გაასაჯაროვა, რაზეც რუს კოლეგასთან ისაუბრა.
ფაქტია, პროცესი სრულად გამჭვირვალეა და ამას მთავრობის მეთაურის განცხადებაც ადასტურებს.
დამახინჯებული ინფორმაცია ქართული ღვინის ხარისხზე და „დიფ სთეითის“ საცეცები, რომელიც შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლების შუა რგოლს მისწვდა.
რა ბედი ელის დიალოგს, შეხვედრები ისევ მინსკში თუ ორი ქვეყნის დედაქალაქებში, - ნახეთ შორენა ხვიჩიას საავტორო რეპორტაჟი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…