პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ოლივია მაურელი: ახლახან კალიფორნიაში, აღმოაჩინეს „საშინელებათა სასახლე“, სადაც სამი წლის განმავლობაში სუროგაციით დაბადებული 21 ბავშვი ჰყავდათ, ეგრეთწოდებულ „საშინელებათა სასახლეში“. ამ ბავშვებზე ძალადობდნენ, პოლიციამ ადგილზე დამწვარი ბავშვის სხეულიც კი იპოვა

„კასაბლანკას დეკლარაციის ასოციაციის“ დირექტორი ოლივია მაურელი აცხადებს, რომ კალიფორნიაში სუროგაციით დაბადებული 21 ბავშვი იპოვეს, რომლებზეც ძალადობდნენ და ადგილზე დამწვარი ბავშვის სხეულიც აღმოაჩინეს.

ოლივია მაურელი: ახლახან კალიფორნიაში, აღმოაჩინეს „საშინელებათა სასახლე“, სადაც სამი წლის განმავლობაში სუროგაციით დაბადებული 21 ბავშვი ჰყავდათ, ეგრეთწოდებულ „საშინელებათა სასახლეში“. ამ ბავშვებზე ძალადობდნენ, პოლიციამ ადგილზე დამწვარი ბავშვის სხეულიც კი იპოვა
იმედინიუსი

სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებზე ძალადობა ახალი არ არის, ამის შესახებ სამწუხაროდ ბევრი ცნობებია, ჩვენ კი მხოლოდ აისბერგის წვერი ვიცით, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „კასაბლანკას დეკლარაციის ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივია მაურელმა სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბრისას.

მისივე თქმით, ახლახან კალიფორნიაში, აღმოაჩინეს „საშინელებათა სასახლე“, სადაც სამი წლის განმავლობაში სუროგაციით დაბადებული 21 ბავშვი ჰყავდათ, ეგრეთწოდებულ „საშინელებათა სასახლეში“.

„ამ ბავშვებზე ძალადობდნენ, პოლიციამ ადგილზე დამწვარი ბავშვის სხეულიც კი იპოვა, ამ ბავშვებს აწამებდნენ, სცემდნენ, ეს აჩვენებს რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც ბევრი რეგულაციებია სუროგაციასთან დაკავშირებით, ბავშვების საშინელი ადამიანებისგან დაცვა შეუძლებელია.

ყველას შეუძლია ბავშვის შეძენა, რამდენი ბავშვიც სურთ, შეზღუდვა არ არის.

მაგალითად, ერთმა ჩინელმა მილიარდერმა სუროგაციით გაჩენილი ასზე მეტი ბავშვი შეიძინა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ასეთი შემთხვევა საშინელია, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ისტორიაა, როდესაც ავსტრალიელი წყვილი რუსეთში ჩავიდა სუროგაციით ბავშვის შესაძენად და მანამ სანამ ეს ბავშვი 7 წლის გახდა, მასზე სექსუალურად ძალადობდნენ, ეს ბავშვი მთელს მსოფლიოში დაჰყავდათ და მასზე სხვადასხვა მამაკაცები სექსუალურად ძალადობდნენ“, - აღნიშნა ოლივია მაურელმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შეიძლება, სუროგაციის საკითხზე განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ ერთი რამ უდავოა - ერშიც და ბერშიც ბავშვების უფლებებზე, ქალების ღირსებასა და ადამიანის ბედზე ჩვენ, ყველა ერთნაირად ვფიქრობთ და ვზრუნავთ - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი და „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ სუროგაციის გზით დაბადებულ ქალთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები