გენო პეტრიაშვილმა, ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაციის, RAF -ის მე-15 ღონისძიებაზე კუბელი იონგერ ბასტიდა დამაჯერებლად, ანგარიშით 6:0 დაამარცხა
გენო პეტრიაშვილმა RAF-ის მე-15 ღონისძიებაზე კუბელი იონგერ ბასტიდა 6:0 დაამარცხა და მძიმე წონის საჩემპიონო ქამრის ოფიციალური პრეტენდენტი გახდა.

გენო პეტრიაშვილმა, ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაციის, RAF -ის მე-15 ღონისძიებაზე კუბელი იონგერ ბასტიდა დამაჯერებლად, ანგარიშით 6:0 დაამარცხა.
ჩიკაგოში გამართულ შეხვედრაში პეტრიაშვილი მეტოქეზე სრულად დომინირებდა. ამ გამარჯვებით ქართველი ფალავანი მძიმე წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის ოფიციალური პრეტენდენტი გახდა. ტიტულისთვის ბრძოლაში პეტრიაშვილის მეტოქე ამერიკელი უაიატ ჰენდრიქსონი იქნება. საჩემპიონო დაპირისპირება 19 დეკემბერს, ნიუ-იორკში, RAF 16-ის ღონისძიებაზე გაიმართება.
გენო პეტრიაშვილისთვის ეს ამ ორგანიზაციაში ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. ივლისში, სადებიუტო შეხვედრაში, მან ოლიმპიურ ჩემპიონს, ამერიკელ ჯეიკ ვარნერს 10:0 სძლია. ორი ბრძოლის ჯამში ქართველ მოჭიდავეს 16 ქულა აქვს მოპოვებული ისე, რომ საპასუხოდ არცერთი ქულა არ გაუშვია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…