მსოფლიო · 29 ნოემბერი, 17:03
რუსეთის იერიშს ოდესაზე მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის იერიშის შედეგად ოდესაში ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა, ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ კორპუსს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სამიზნე სამხედრო ლოგისტიკური ცენტრი იყო.

რუსეთის იერიშის შედეგად ოდესაში ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დარტყმის შემდეგ 14-სართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დრონების სამიზნე სამხედრო ლოგისტიკური ცენტრი იყო, სადაც ტვირთს ინახავდნენ და ანაწილებდნენ.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…