თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას და ამბობდნენ, რომ არნახული რაოდენობის ადამიანების შეკრებას აპირებდნენ - საუკეთესო გათვლებით მაქსიმუმ 7000 ადამიანი მოაგროვეს
თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ 28 ნოემბრის აქციაზე საუკეთესო გათვლებით მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეკრიბა, ხოლო შიდა დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას ინტენსიურად და ამბობდნენ, რომ რაღაც არნახული რაოდენობის ადამიანების შეკრებას აპირებდნენ მთელი საქართველოდან. 7000 ესეც საუკეთესო, ე.ი. ოპტიმისტური გათვლებით მაქსიმუმ, რაც მოაგროვეს, - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის 28 ნოემბრის აქციის შესახებ საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, თავად ოპოზიციის შიგნით ერთმანეთის აუტანლობა იმ დონეზეა, რომ სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.
"ერთმანეთის აუტანლობა იმ დონეზე აქვთ, რომ უკვე, რა თქმა უნდა, მოქმედებაზეც გადადიან, მარტო სიტყვიერად შეხლა-შემოხლას არ დაჯერდნენ და ფიზიკურადაც მოინდომეს ერთმანეთის პლაკატების წართმევა, შემდეგ ფიზიკურად შეუშალეს ხელი, რომ სიტყვით ვინმეს ეთქვა ვთქვათ აქციაზე. ასე რომ, ეს ადამიანები არიან სიძულვილით გამსჭვალული ადამიანები, რომლებსაც ფიზიკურად არ შეუძლიათ რაიმე დადებითი ემოციის არათუ გამოხატვა, რაიმე დადებითი საქმის გაკეთებაც კი", - განაცხადა შარმანაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიათენგიზ შარმანაშვილი – როგორი დირექტივაც ჩამოუვათ პატრონებისგან, ისე იქცევიან, ახლა ალბათ დადგა დრო, რომ გაემიჯნონ მიშა სააკაშვილს, ისე იტყვიან უარს ერთმანეთზე, ხელიც არ აუკანკალდებათ
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას და ამბობდნენ, რომ არნახული რაოდენობის ადამიანების შეკრებას აპირებდნენ - საუკეთესო გათვლებით მაქსიმუმ 7000 ადამიანი მოაგროვეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…