პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ხმაური ქვემო ფონიჭალაში – აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები მერიისგან რეაგირებას ითხოვენ

თბილისის მერია

ქვემო ფონიჭალაში აფეთქებით დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები თბილისის მერიისგან რეაგირებას და ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, გამგებელი ლაშა ცაგურია მათ მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე არწმუნებს, რომ შენობაში ცხოვრება უსაფრთხოა.

ხმაური ქვემო ფონიჭალაში – აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები მერიისგან რეაგირებას ითხოვენ
ალია

ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხზე კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ.

მოქალაქეებს აინტერესებთ, რა გეგმა აქვს დედაქალაქის ხელისუფლებას ავარიული კორპუსის მცხოვრებლებთან დაკავშირებით – მოხდება მათი გასახლება, ამოქმედდება შენობის ჩანაცვლების პროგრამა თუ დაზარალებულები კომპენსაციას მიიღებენ.

როგორც უსინათლოთა კორპუსში მცხოვრები ადამიანები “პირველებთან” აცხადებენ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, გამგებელი მათ ირონიული ტონით ესაუბრება და არწმუნებს, რომ მათ კორპუსში ცხოვრება უსაფრთხოა. ლაშა ცაგურია ამ პირობას ვიზუალური დათვალიერების დასკვნის საფუძველზე იძლევა.

გამგებელი ასეთ ულტიმატუმს აყენებს, რომ მხოლოდ ჩანაცვლების პროგრამა, რაც ჩვენ არ ვართ მაინც და მაინც თანახმა. გამგებელი ასეთ რაღაცას ამბობს, რომ თქვენი კორპუსი არ არის ავარიულიო და არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც ჩანაცვლებას ექვემდებარებაო. დასკვნა არის როგორი ტიპის, რომ მაგალითად, ახლა მე თქვენ შეგხედოთ ვიზუალურად, როგორც რომ ვიყო ექიმი და გითხრათ, რომ არაფერი გჭირთ, კარგად გამოიყურებით, არც ანალიზები მოგთხოვოთ, არც შესაბამისი კვლევა რომ ჩაიტაროთ. მსგავსი ტიპის არის, მოვიდნენ დაასურათეს და ეს არის ვიზუალურად დადებული დასკვნა, თუმცა გამგებელი გვარწმუნებს, რომ აქ უსაფრთხოა ცხოვრება, – ამბობს ადგილობრივი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიხმაური ქვემო ფონიჭალაში - აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები მერიისგან რეაგირებას ითხოვენ
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ეს კორპუსი უკვე უსაფრთხო არ არის საცხოვრებლად”– მაცხოვრებლების პასუხი კალაძესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები