პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მარიამ დუნდუა კრივის მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის მთავარი სპეციალისტი მარიამ დუნდუა კრივის მსოფლიო ფედერაციის (World Boxing) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. გადაწყვეტილება პანამაში გამართულ კონგრესზე მიიღეს, რაც ქართველი წარმომადგენლისთვის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში პირველი შემთხვევაა.

მარიამ დუნდუა კრივის მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
სპორტალი

ქართული სპორტის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება ჩაიწერა - საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის მთავარი სპეციალისტი მარიამ დუნდუა კრივის მსოფლიო ფედერაციის (World Boxing) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული გადაწყვეტილება პანამაში, კრივის მსოფლიო ფედერაციის (World Boxing) კონგრესზე მიიღეს, რაც ქართული სპორტისა და განსაკუთრებით ქართული კრივისთვის დიდი წარმატებაა - პირველად საქართველოს წარმომადგენელი კრივის მსოფლიო მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას დაიკავებს.

მარიამ დუნდუას საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციაში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობას, დღეს როგორც ფედერაციის მთავარი სპეციალისტი აქტიურად მონაწილეობს ქართული კრივის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენასა და განვითარებაში.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"მონცა" "რომასთან" განადგურდა - გოგლიჩიძე შეცვალესწაიკითხე

უახლესი ამბები