პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

,, რა უნდა გაითვალისწინოს თვლაში ივანიშვილმა” – ნინო ჯანგირაშვილი

„ტვ კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად გაკოტრებულია და რუსული მითითებებით მოქმედებამ ის ჩიხში შეიყვანა.

,, რა უნდა გაითვალისწინოს თვლაში ივანიშვილმა” – ნინო ჯანგირაშვილი
ალია

,,ტვ კავკასიის” დირექტორი ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:

,,ივანიშვილი გაკოტრებულია. ორწლიანი უმძიმესი რეპრესიების მიუხედავად ქუჩაში ისევ ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ამ ორი წლის მანძილზე ბევრი წავიდა ქვეყნიდან, ბევრს შეეშინდა, ბევრმა ხელი ჩაიქნია, მაგრამ მაინც ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

რა უნდა გაითვალისწინს თვლაში ივანიშვილმა: გუშინ გამოვიდა საპროტესტო საზოგადოების ყველაზე მშვიდიობიანი, თანმიმდევრული ნაწილი. ჩემი აზრით არ გამოვიდნენ რადიკალები – არის ეგეთი ხალხი, მეც ვიცნობ – მშვიდობიან სეირნობას რა აზრი აქვსო რომ ამბობენ. თუ საქმეზე გადახვალთ მერე გამოვალო. ანუ, ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინს, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ის რადიკალებიც გამოვარდებიან. ნაკლებად იყო ახალგაზრდობა – ეგენი სხვანაირ გამაღიზიანებლებზე რეაგირებენ. ანუ კრიტიკულ მომენტში ახალგაზრდობაც გამოვარდება.

ორი წლის მანძილზე ივანიშვილიმა იმ მასშტაბის რეპრესიები ჩაგვიტარა, იმის იქით უკვე პირდაპირი გაგებით ფიზიკური განადგურება ან ათასობით ადამიანის ციხეში ჩაყრაა. შეუძლია ამის აწევა რეჟიმს?

რუსული შპარგალკის მიხედვით შემდეგი ნაბიჯები სწორედ ეგ უნდა იყოს. მაგრამ, ივანიშვილის გაკოტრება იმაშიც გამოიხატება, რომ რუსული შპარგალკებით მოქმედებამ თვითონვე შეიყვანა ჩიხში. რაც მეტი დაუთმო რუსეთს, იმან უფრო მეტი მოთხოვა და სახეს ახევს. ეს მარტივად პროგნოზირებადი იყო, მაგრამ უვიცი ივანიშვილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

რუსეთი ახლა მისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს – მათ შორის ფიზიკურს. თუ ბოლომდე არ ჩაყვება რუსებს, ანუ არ ჩააბარებს საქართველოს სრულად, თვითონ რუსები მოუწყობენ აქ გადატრიალებას და მასზე უფრო რუსს დასვამენ (ასე ითვლიან რუსები. რამდენად დავუშვებთ ჩვენ ამას, ეს მეორე საკითხია).

თუ ჩაყვება და ყველაფერს შეუსრულებს, გუშინაც ცხადად გამოჩნდა, რომ უბრალოდ დაემხობა. აკაცუკებს შეიძლება ქოცების მხარდამჭერებიც შემოგვიერთდნენ და ერთად გავაგდოთ. რომც არ გავაგდოთ ჩვენ, რუსები მაინც არ დატოვებენ, იმიტომ რომ მათთვის მაინც პრობლემური აქტივი იქნება. სრულად გარუსებულ და გადიქტატურებულ საქართველოში ფარცხალაძისნაირი ბოსი ურჩევნათ. ასეთია რუსების გემოვნება და ხასიათი.

დასავლეთთან ყველა ხიდი დაწვა. რაც უფრო რუსული გახდება, კიდევ უფრო მეტი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება დასავლეთიდან მისი რეჟიმი.

ფინანსური რესურსები ამოწურვადი აქვს. ერთი–ორი პატარა რყევა და ისე ჩამოეშლება ბუღალტერია, თავისივე ქოცები შეჭამენ.

მოკლედ, მშვენიერ და ულამაზეს ჩიხში შეგრიალდა თავისი ფეხით ბ–ნი ბიძინა. დანარჩენი დროის საკითხია.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ ჩერგოლეიშვილი - ახლა მიდის პროცესი, როცა ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან, გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა! - ივანიშვილის გარეშე საქართველო ნიშნავს ქვეყანას, სადაც ყველა თანასწორია, გაჭირვებული არ მათხოვრობს, დამნაშავე დასჯილიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები