პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ხაზზე ძალიან დიდი კომპრომისია. ჩვენ მზად ვართ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტისა და დიპლომატიაზე გადასვლისთვის მზადაა, თუმცა ამას „ძალიან დიდ კომპრომისად“ მიიჩნევს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ხაზზე ძალიან დიდი კომპრომისია. ჩვენ მზად ვართ
იმედინიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის, ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტასა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადასვლას დათანხმდეს, თუმცა ამას ძალიან დიდ კომპრომისად მიიჩნევს. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეკომპანია Al Jazeera English-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ მზად ვართ ასეთი ნაბიჯებისთვის - გავჩერდეთ იქ, სადაც ვდგავართ. ჩვენ ვსაუბრობთ შეხების ხაზზე ცეცხლის შეწყვეტაზე. არის თუ არა ეს კომპრომისი? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კომპრომისია. ჩვენ გვესმის, რომ მას [პუტინს] არ სურს ჩვენი მიწიდან გასვლა. სწორედ ამიტომ ვამბობთ: „კარგი, შევჩერდეთ ამაზე და დიპლომატიაზე გადავიდეთ“, - განაცხადა მან.

ზელენსკიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კვლავ აქვს საკმარისი გავლენა ომის დასრულების გზის საპოვნელად.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ, შეხების ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტაზე, ეს ძალიან დიდი კომპრომისია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა იანვრამდე სურთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები