კახეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს ცნობით, საგარეჯოში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, რომელმაც 4 მოქალაქის საცხოვრებელი სახლი გაქურდა; მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბრის თვეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 4 მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა სახის ნივთებს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…