პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მედია: ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მზად არის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი გადი ეიზენკოტს როტაციის პრინციპით დაუთმოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მზად არის პრემიერის პოსტი გადი ეიზენკოტს როტაციით დაუთმოს და თავდაპირველად თავად ვიცე-პრემიერის თანამდებობა დაიკავოს.

მედია: ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მზად არის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტი გადი ეიზენკოტს როტაციის პრინციპით დაუთმოს
რუსთავი 2

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მზად არის, პრემიერის პოსტი თავის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთან, გადი ეიზენკოტთან როტაციის პრინციპით გაინაწილოს. ამასთან, ნეთანიაჰუ მზაობას გამოთქვამს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველმა ეიზენკოტმა დაიკავოს. ინფორმაციას times of israel-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ნეთანიაჰუ თავის ახალ პოზიციას ქვეყნის კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიჭებულ გადაწყვეტილებად წარმოაჩენს.

"ეგზისტენციალური საფრთხის მასშტაბისა და იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა ჩამოყალიბდეს მთავრობა, რომელსაც ამ საფრთხესთან გამკლავების უნარი არ ექნება, ჩემი, როგორც ლიდერის პასუხისმგებლობა მოითხოვს, ყველაფერი გვერდზე გადავდო. მათ შორის, უარი ვთქვა პრინციპზე, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ყველაზე დიდი პარტიის წარმომადგენელს უნდა ეკავოს და დავთანხმდე, რომ თავდაპირველად გაბი აიზენკოტი გახდეს პრემიერ-მინისტრი, მე კი მისი უფლებამოსილების ვადის დასაწყისში ვიცე-პრემიერის თანამდებობა დავიკავო", - ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.

მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს განცხადება იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც პარტია "იაშარის" ლიდერი ნეთანიაჰუს გარეშე მთავრობის ფორმირების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს.

8 ნოემბერს პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა მთავრობის ფორმირების 28-დღიანი მანდატი არა ნეთანიაჰუს, არამედ აიზენკოტს მიანიჭა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ქნესეთის 120 წევრიდან 67-მა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აიზენკოტი დაასახელა, ნეთანიაჰუს კი მხარი 48-მა დეპუტატმა დაუჭირა. შვიდი წევრისგან შემდგარმა პარტიამ "ერთიანი თორას იუდაიზმი" კი არც ერთი კანდიდატი არ დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ თუ გადი ეიზენკოტი მთავრობის ჩამოყალიბებას თუ ვერ შეძლებს, პრეზიდენტი კოალიციის ფორმირების შესაძლებლობას ბენიამინ ნეთანიაჰუს მისცემს.

27 ოქტომბერს, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდმა" და მისმა მოკავშირეებმა 120-მანდატიდან 53 მოიპოვეს. მის მოწინააღმდეგე პარტიათა კოალიციამ, რომელსაც გადი ეიზენკოტის პარტია "იაშარი" ხელმძღვანელობს, 48 მანდატი მიიღო, არაბულმა პარტიებმა კი, ჯამში 19 მანდატი მოიპოვეს.

ცნობისთვის, როტაციის პრინციპით პრემიერ-მინისტრის პოსტის განაწილება - არის პოლიტიკური მექანიზმი საპარლამენტო დემოკრატიებში, რომლის დროსაც კოალიციური მთავრობის შემადგენელი პარტიები წინასწარ თანხმდებიან, რომ საპარლამენტო ვადის განმავლობაში მთავრობის მეთაურის პოსტს რიგრიგობით დაიკავებენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბენიამინ ნეთანიაჰუ და გადი ეიზენკოტი არჩევნების შედეგად შექმნილი პოლიტიკური ჩიხის დასაძლევად მოლაპარაკებებს გამართავენ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ისრაელში მთავრობის ფორმირების მანდატი გადი აიზენკოტს გადაეცა - ახალმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ არაბული პარტიების მხარდაჭერა მოიპოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები