პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
პსჟ-მ ლიგა 1-ის მე-10 ტურში ილია ზაბარნის გოლით „ტრუა“ 1:0 დაამარცხა. პარიზულმა კლუბმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონატის საშინაო მატჩებში გატანილი გოლების სერიით „ნიცას“ რეკორდს მიუახლოვდა.

ლიგა 1-ის მე-10 ტურში პსჟ-მ სახლში „ტრუას“ 1:0 სძლია.
გოლი პირველ ტაიმში მცველმა ილია ზაბარნიმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 83-ე წუთზე სტუმართა მცველის ლუკა მარონეს გატანილი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.
პსჟ-მ ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა (საერთო ანგარიში 37:9), 23 ქულით ლიდერია და 21 ნოემბერს გასვლაზე „ნიცას“ დაუპირისპირდება.
პსჟ-მ ჩემპიონატზე ზედიზედ 54-ე საშინაო მატჩში გაიტანა, ამ მაჩვენებლით „მონაკოს“ გადაასწრო და „ნიცას“ რეკორდს მიუახლოვდა.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ტრუა 1:0
გოლი: ზაბარნი (39)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…