ირაკლი კობახიძე – გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი, რომელიც მოიყვანეს შემდეგ პოლიტიკაში „ენჯეოების“ სახით
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2003 წელს უცხოური დაფინანსებით შექმნილი ადამიანური რესურსი NGO-ების სახით პოლიტიკაში მოიყვანეს და უცხოურ ორგანიზაციაში მუშაობა ადამიანზე ყოველთვის გავლენას ახდენს.

ჩემს თავზეც შემიძლია, გითხრათ, რომ გარკვეულ გავლენას აუცილებლად ყოველთვის ახდენს უცხოურ ორგანიზაციაში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყოველთვის იქნება რისკი, რომ ვიღაცამ ეს რესურსი, ადამიანური რესურსი შეიძლება გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისათვის.
„რაც შეეხება პირადად ჩემს მონაწილეობას საერთაშორისო პროგრამაში, გაერო-ს განვითარების პროგრამაში ვიყავი პროექტის მენეჯერი დაახლოებით რვა წლის განმავლობაში, ჯერ პროექტის ექსპერტი და შემდეგ პროექტის მენეჯერი. ზოგადად, მე ჩემს თავზეც შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეულ გავლენას აუცილებლად ყოველთვის ახდენს უცხოურ ორგანიზაციაში, საერთაშორისო ორგანიზაციაში მათ შორის, მუშაობა, გარკვეულ გავლენას ყოველთვის ახდენს.
მთავარი რა არის, რომ რისკი იქნება ყოველთვის, რომ ვიღაცამ ეს რესურსი, ადამიანური რესურსი შეიძლება გამოიყენოს შემდეგ პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩვენ გვახსოვს 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში მანდაც მთლიანად რა ხდებოდა, რომ უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი, რომელიც მოიყვანეს პირდაპირ შემდეგ პოლიტიკაში NGO-ების სახით. იმავეს აკეთებდნენ საქართველოშიც, ვიდრე მივიღებდით ჩვენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. რისკის შემცველი უცხოური დაფინანსება ყოველთვის არის, და ამიტომ დავუკავშირეთ უცხოური დაფინანსება პასიურ საარჩევნო უფლებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაპრემიერი: ჩვენ გვახსოვს 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში მანდაც მთლიანად რა ხდებოდა, რომ უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი, რომელიც მოიყვანეს პირდაპირ შემდეგ პოლიტიკაში NGO-ების სახით, იგივეს აკეთებდნენ საქართველოშიც, ვიდრე მივიღებდით გამჭვირვალობის კანონს, რისკის შემცველი უცხოური დაფინანსება ყოველთვის არის და ამიტომ დავუკავშირეთ უცხოური დაფინანსება პასიურ საარჩევნო უფლებას
პრემიერი: გვახსოვს 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში, მანდაც მთლიანად რა ხდებოდა - უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი, რომელიც მოიყვანეს პირდაპირ შემდეგ პოლიტიკაში NGO-ების სახით
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…