პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: გვახსოვს 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში, მანდაც მთლიანად რა ხდებოდა - უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი, რომელიც მოიყვანეს პირდაპირ შემდეგ პოლიტიკაში NGO-ების სახით

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციისას უცხოური დაფინანსებით შექმნილი ადამიანური რესურსი პირდაპირ NGO-ების სახით მოიყვანეს პოლიტიკაში.

პრემიერი: გვახსოვს 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში, მანდაც მთლიანად რა ხდებოდა - უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი, რომელიც მოიყვანეს პირდაპირ შემდეგ პოლიტიკაში NGO-ების სახით
რუსთავი 2

ჩემს თავზეც შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეულ გავლენას აუცილებლად ყოველთვის ახდენს უცხოურ ორგანიზაციაში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყოველთვის იქნება რისკი, რომ ვიღაცამ ეს რესურსი, ადამიანური რესურსი შეიძლება გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისათვის.

"რაც შეეხება პირადად ჩემს მონაწილეობას საერთაშორისო პროგრამაში, გაეროს განვითარების პროგრამაში ვიყავი პროექტის მენეჯერი დაახლოებით რვა წლის განმავლობაში, ჯერ პროექტის ექსპერტი და შემდეგ პროექტის მენეჯერი. ზოგადად, მე ჩემს თავზეც შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეულ გავლენას აუცილებლად ყოველთვის ახდენს უცხოურ ორგანიზაციაში, საერთაშორისო ორგანიზაციაში მათ შორის, მუშაობა, გარკვეულ გავლენას ყოველთვის ახდენს.

მთავარი რა არის, რომ რისკი იქნება ყოველთვის, რომ ვიღაცამ ეს რესურსი, ადამიანური რესურსი შეიძლება გამოიყენოს შემდეგ პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩვენ გვახსოვს 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში მანდაც მთლიანად რა ხდებოდა, რომ უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი, რომელიც მოიყვანეს პირდაპირ შემდეგ პოლიტიკაში NGO-ების სახით. იმავეს აკეთებდნენ საქართველოშიც, ვიდრე მივიღებდით ჩვენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. რისკის შემცველი უცხოური დაფინანსება ყოველთვის არის, და ამიტომ დავუკავშირეთ უცხოური დაფინანსება პასიურ საარჩევნო უფლებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: ჩვენ გვახსოვს 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში მანდაც მთლიანად რა ხდებოდა, რომ უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი, რომელიც მოიყვანეს პირდაპირ შემდეგ პოლიტიკაში NGO-ების სახით, იგივეს აკეთებდნენ საქართველოშიც, ვიდრე მივიღებდით გამჭვირვალობის კანონს, რისკის შემცველი უცხოური დაფინანსება ყოველთვის არის და ამიტომ დავუკავშირეთ უცხოური დაფინანსება პასიურ საარჩევნო უფლებას
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: 28 ნოემბრის აქციაზე შესაძლოა, ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა, თუმცა გულწრფელობა არ გამორიცხავს იმას, რომ ისინი, ჩემი აზრით, შეცდომაში შეიყვანეს ავანტიურისტობით გამორჩეულმა ადამიანებმა - ასეთია რადიკალური პოლიტიკური ელიტის მთელი შემადგენლობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები