პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: კატასტროფული ვითარება იყო 2012 წელს, თუმცა ფუნდამენტურად მოვახერხეთ ვითარების შეცვლა ადამიანის უფლებების მიმართულებით; მედიაპლურალიზმი საერთოდ არ არსებობდა - სპეცრაზმით შემოვარდნენ ტელეკომპანია "იმედში" და "რუსთავი 2" წაართვეს საკუთარ მფლობელს

ტელეიმედირუსთავი 2

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, 2012 წელს ქვეყანაში კატასტროფული ვითარება იყო, თუმცა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების მიმართულებით ვითარება ფუნდამენტურად შეცვალა, ეკონომიკა ოთხჯერ გაზარდა და ევროინტეგრაციის მთავარ ეტაპებს მიაღწია.

პრემიერი: კატასტროფული ვითარება იყო 2012 წელს, თუმცა ფუნდამენტურად მოვახერხეთ ვითარების შეცვლა ადამიანის უფლებების მიმართულებით; მედიაპლურალიზმი საერთოდ არ არსებობდა - სპეცრაზმით შემოვარდნენ ტელეკომპანია "იმედში" და "რუსთავი 2" წაართვეს საკუთარ მფლობელს
რუსთავი 2

ადამიანის უფლებები - აქაც დაგვხვდა უმძიმესი მემკვიდრეობა, კატასტროფული ვითარება იყო 2012 წელს, თუმცა ფუნდამენტურად მოვახერხეთ ვითარების შეცვლა ადამიანის უფლებების მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მედიაპლურალიზმი საერთოდ არ არსებობდა და მთლიანად მონოპოლიზებული იყო მედია.

„მედიაპლურალიზმი საერთოდ არ არსებობდა - სპეცრაზმით შემოვარდნენ ტელეკომპანია „იმედში“ და „რუსთავი 2“ წაართვეს საკუთარ მფლობელს, მთლიანად მონოპოლიზებული იყო მედია.

უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვხვდა ბევრ სფეროში და ფუნდამენტურ პროგრესს მივაღწიეთ, და არის სფეროები, სადაც ვერ მივაღწიეთ პროგრესს, იმიტომ რომ ობიექტური მიზეზები არსებობს.

ჩვენ თავს არ ვიმართლებთ იმით, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა. პირიქით: სადაც მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, იქ ჩვენ დაპირება გვქონდა გამოსწორების და სადაც შესაძლებელი იყო, ყველგან გამოვასწორეთ. აქ აღარ ვიხსენებთ იმას, რომ მძიმე მემკვიდრეობა იყო და დღესაც მძიმედ ვართ - ამას არ ვამბობთ: ოთხჯერ გავზარდეთ ეკონომიკა და ოთხნახევარჯერ ნაერთი ბიუჯეტი, და ასე შემდეგ. ევროკავშირს რაც შეეხება - ნულოვანი პროგრესი ჰქონდათ რეალურად. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, DCFTA-ს, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი - ჩვენ მივაღწიეთ ამას საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ აქაც მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა,“ - აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: კატასტროფული ვითარება იყო 2012 წელს, თუმცა ფუნდამენტურად მოვახერხეთ ვითარების შეცვლა ადამიანის უფლებების მიმართულებით; მედიაპლურალიზმი საერთოდ არ არსებობდა - სპეცრაზმით შემოვარდნენ ტელეკომპანია „იმედში“ და „რუსთავი 2“ წაართვეს საკუთარ მფლობელს, მთლიანად მონოპოლიზებული იყო მედია
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – კატასტროფული ვითარება იყო 2012 წელს, თუმცა მოვახერხეთ ვითარების შეცვლა, საერთოდ არ არსებობდა მედიაპლურალიზმი – „იმედში“ სპეცრაზმით შემოვარდნენ, „რუსთავი 2“ წაართვეს მფლობელს, მედია იყო მონოპოლიზებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ არის გაზრდილი, ჩვენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3%, ამით საქართველო პირველ ადგილზეა არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები