ირაკლი კობახიძე – 4-ჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა, გაზრდილია ტურიზმი, მრეწველობა, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან 100 მილიარდს გადასცდა ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეკონომიკა 28 მილიარდიდან 100 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2008 წლის ომის დაწყებასა და გარეჯის გასაყიდად გამზადებაში სააკაშვილს სდებს ბრალს.

არის სფეროები, სადაც არ გვაქვს პროგრესი და, რა თქმა უნდა, იქაც ვსაუბრობთ ჩვენ მძიმე მემკვიდრეობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ოკუპაციაზე.
„პირველ რიგში, რაც შეეხება მძიმე მემკვიდრეობას. არის სფეროები, სადაც არ გვაქვს პროგრესი და, რა თქმა უნდა, იქაც ვსაუბრობთ ჩვენ მძიმე მემკვიდრეობაზე, მაგალითად, ოკუპაცია. ეს არის ისეთი საკითხი, რაც დაგვიტოვეს მძიმე მემკვიდრეობად. 2008 წელს დაიწყეს ომი, ამის შემდეგ განხორციელდა 20%-ის ოკუპაცია“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, დაიწყო თუ არა ომი საქართველომ.
„სააკაშვილმა დაიწყო და მერე ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში. ეს ცნობილი საკითხია და იცით ჩვენი პოზიცია. სააკაშვილმა თვითონ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ეს კონფლიქტი ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გაიზარდა, ანუ ომში გადაიზარდა ესკალაცია სწორედ ცხინვალის დაბომბვით. ამას მოაწერეს ხელი თვითონ.
ოკუპაცია არის მძიმე საკითხი, რაზეც, რა თქმა უნდა, პროგრესი არ გვაქვს, თუმცა ამაზე თავისი ობიექტური მიზეზები გვაქვს და აქ აბსოლუტურად სწორია იმის აღნიშვნა, რომ მემკვიდრეობაა, რაც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ.
რაც შეეხება გარეჯის საკითხს, აქაც გასაყიდად გაამზადეს გარეჯი და მაგიტომ გამოვიდა სააკაშვილი და მაგიტომ აცხადებდა, რომ სიმაღლე უნდა გადაგვეცა. როდესაც ასეთი მემკვიდრეობა დაგხვდება, როდესაც წინა ხელისუფლებას გასაყიდად ჰქონდა გამზადებული გარეჯი, აქაც ძალიან რთულია პროგრესის მიღწევა, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ გვაქვს საუბრები ჩვენს მეგობრებთან და იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ შედეგის მიღწევას. ეს არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებზე.
არის საკითხები, სადაც ასევე დაგვხვდა მძიმე მემკვიდრეობა, მაგრამ სადაც ჩვენ გვქონდა ბერკეტები ფუნდამენტური პროგრესის მისაღწევად, მაგალითად, ეს არის ეკონომიკა. ეკონომიკა დაგვიტოვეს, ასევე აქაც მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა. 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 100 მილიარდს არის გადაცდენილი საქართველოს ეკონომიკა“, – აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძემ ასევე უპასუხა შეკითხვას, რის ხარჯზე არის გაზრდილი ეკონომიკა.
„ყველა სფეროში გვაქვს ზრდა. ყველა სფეროში გვაქვს მეტ-ნაკლებად პროპორციული ზრდა. ოთხჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა. ყველა მიმართულებით, გაზრდილია ტურიზმიც, გაზრდილია სოფლის მეურნეობაც, გაზრდილია მრეწველობაც, საინფორმაციო ტექნოლოგიები, განათლების სფერო, ყველა სფეროში გვაქვს ზრდა, აბსოლუტურად ყველა სფეროში გვაქვს მეტ-ნაკლებად პროპორციული ზრდა, ანუ ჯამში ოთხჯერ გაიზარდა. ზოგი სფერო გაზრდილია 7-ჯერ, ზოგი 3-ჯერ, ზოგი 4-ჯერ, ზოგი 5-ჯერ და ა.შ. ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან გაიზარდა. არის სფეროები, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, ჩვენ ხელში იყო პროგრესის მიღწევა და ამ პროგრესს მივაღწიეთ. ეკონომიკა არის ერთ-ერთი, ბიუჯეტიც არის – ნაერთი ბიუჯეტი არის 4.5-ჯერ გაზრდილი, სახელმწიფო ბიუჯეტი არის 4-ჯერ გაზრდილი და ა.შ.“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაირაკლი კობახიძე:ოთხჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა ყველა მიმართულებით, გაზრდილია ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გაზრდილია მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, განათლების სფერო, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან 100 მილიარდს
პრემიერი: ოთხჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა ყველა მიმართულებით, გაზრდილია ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გაზრდილია მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, განათლების სფერო, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…