ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ არის გაზრდილი, ჩვენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3%, ამით საქართველო პირველ ადგილზეა არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3%-ს შეადგენდა, რითაც ქვეყანა ევროპაში პირველ ადგილზეა.

მთლიანობაში ეკონომიკა არის 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ გაზრდილი. ჩვენ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამით არის საქართველო პირველ ადგილზე ევროპაში, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით.
„თუ ავიღებთ ჩვენ ინფლაციას და საშუალო ხელფასის ზრდას, გვაქვს დაახლოებით 50%-იანი სხვაობა პლუსით საშუალო ხელფასის ზრდასა და ინფლაციას შორის. ყველაზე მარტივი ინდიკატორია საშემოსავლო გადასახადი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რამდენს იხდიდნენ საშემოსავლო გადასახადს ადამიანები 2020 წელს და რამდენზეა დაგეგმილი საშემოსავლო გადასახადი 2027 წელს. საშემოსავლო გადასახადს მარტო მე და მინისტრები არ ვიხდით. საშემოსავლო გადასახადს იხდის მილიონი ადამიანი და თუ ფული არა აქვთ ადამიანებს, საიდან იხდიან საშემოსავლო გადასახადს“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…