პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: ოთხჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა ყველა მიმართულებით, გაზრდილია ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გაზრდილია მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, განათლების სფერო, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო და ოკუპაცია „მძიმე მემკვიდრეობაა“, თუმცა ეკონომიკა 28 მილიარდიდან 100 მილიარდ ლარს გადასცდა და ოთხჯერ გაიზარდა.

პრემიერი: ოთხჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა ყველა მიმართულებით, გაზრდილია ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გაზრდილია მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, განათლების სფერო, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა
რუსთავი 2

არის სფეროები, სადაც არ გვაქვს პროგრესი და, რა თქმა უნდა, იქაც ვსაუბრობთ ჩვენ მძიმე მემკვიდრეობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ოკუპაციაზე.

"პირველ რიგში, რაც შეეხება მძიმე მემკვიდრეობას. არის სფეროები, სადაც არ გვაქვს პროგრესი და, რა თქმა უნდა, იქაც ვსაუბრობთ ჩვენ მძიმე მემკვიდრეობაზე, მაგალითად ოკუპაცია. ეს არის ისეთი საკითხი, რაც დაგვიტოვეს მძიმე მემკვიდრეობად. 2008 წელს დაიწყეს ომი, ამის შემდეგ განხორციელდა 20%-ის ოკუპაცია", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, დაიწყო თუ არა ომი საქართველომ.

"სააკაშვილმა დაიწყო და მერე ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში. ეს ცნობილი საკითხია და იცით ჩვენი პოზიცია. სააკაშვილმა თვითონ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ეს კონფლიქტი ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გაიზარდა, ანუ ომში გადაიზარდა ესკალაცია სწორედ ცხინვალის დაბომბვით. ამას მოაწერეს ხელი თვითონ.

ოკუპაცია არის მძიმე საკითხი, რაზეც, რა თქმა უნდა, პროგრესი არ გვაქვს, თუმცა ამაზე თავისი ობიექტური მიზეზები გვაქვს და აქ აბსოლუტურად სწორია იმის აღნიშვნა, რომ მემკვიდრეობაა, რაც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ.

რაც შეეხება გარეჯის საკითხს, აქაც გასაყიდად გაამზადეს გარეჯი და მაგიტომ გამოვიდა სააკაშვილი და მაგიტომ აცხადებდა, რომ სიმაღლე უნდა გადაგვეცა. როდესაც ასეთი მემკვიდრეობა დაგხვდება, როდესაც წინა ხელისუფლებას გასაყიდად ჰქონდა გამზადებული გარეჯი, აქაც ძალიან რთულია პროგრესის მიღწევა, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ გვაქვს საუბრები ჩვენს მეგობრებთან და იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ შედეგის მიღწევას. ეს არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებზე.

არის საკითხები, სადაც ასევე დაგვხვდა მძიმე მემკვიდრეობა, მაგრამ სადაც ჩვენ გვქონდა ბერკეტები ფუნდამენტური პროგრესის მისაღწევად, მაგალითად, ეს არის ეკონომიკა. ეკონომიკა დაგვიტოვეს, ასევე აქაც მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა. 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 100 მილიარდს არის გადაცდენილი საქართველოს ეკონომიკა", - აღნიშნა პრემიერმა.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რის ხარჯზე არის გაზრდილი ეკონომიკა.

"ყველა სფეროში გვაქვს ზრდა. ყველა სფეროში გვაქვს მეტ-ნაკლებად პროპორციული ზრდა. ოთხჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა. ყველა მიმართულებით, გაზრდილია ტურიზმიც, გაზრდილია სოფლის მეურნეობაც, გაზრდილია მრეწველობაც, საინფორმაციო ტექნოლოგიები, განათლების სფერო, ყველა სფეროში გვაქვს ზრდა, აბსოლუტურად ყველა სფეროში გვაქვს მეტ-ნაკლებად პროპორციული ზრდა, ანუ ჯამში ოთხჯერ გაიზარდა. ზოგი სფერო გაზრდილია 7-ჯერ, ზოგი 3-ჯერ, ზოგი 4-ჯერ, ზოგი 5-ჯერ და ა.შ. ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან გაიზარდა. არის სფეროები, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, ჩვენ ხელში იყო პროგრესის მიღწევა და ამ პროგრესს მივაღწიეთ. ეკონომიკა არის ერთ-ერთი, ბიუჯეტიც არის - ნაერთი ბიუჯეტი არის 4.5-ჯერ გაზრდილი, სახელმწიფო ბიუჯეტი არის 4-ჯერ გაზრდილი და ა.შ.", - აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე:ოთხჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა ყველა მიმართულებით, გაზრდილია ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გაზრდილია მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, განათლების სფერო, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან 100 მილიარდს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე:ოთხჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა ყველა მიმართულებით, გაზრდილია ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გაზრდილია მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, განათლების სფერო, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან 100 მილიარდსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები