პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

USAID-ის ფაილები USAID-ის წინააღმდეგ - როგორ ქმნიდა ორგანიზაცია წლების განმავლობაში ფერადი რევოლუციების გლობალურ მანქანას?

ნაციონალური მოძრაობა

საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, USAID-ის ფაილები ადასტურებს, რომ სააგენტო ქართული „ენჯეოების“ ქსელის მეშვეობით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პროექტებსა და რევოლუციურ მცდელობებს აფინანსებდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ USAID მათ საქმიანობასთან კავშირში არ ყოფილა.

USAID-ის მოქმედების სქემაც და ტაქტიკაც დეტალურად კვლავ USAID-ის ფაილებმა გამოააშკარავა. ათასობით გვერდი თანმიმდევრულად აღწერს, როგორ იბრძოდა ქართული "ენჯეოების" ქსელი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დავალებით, საქართველოს წინააღმდეგ. ამ დოკუმენტებში ყველაფერი აღწერილია - სოციალური ქსელიდან არასასურველი ინფორმაციის გაქრობით დაწყებული, ვერშემდგარი რევოლუციების დაფინანსებით დასრულებული. USAID ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა პროექტს აფინანსებდა. ეს ყველაფერი მმართველი გუნდისთვის გლობალური ძალების რეალური მიზნების კიდევ ერთი დასტურია.

მიუხედავად ფაქტებისა და მტკიცებულებების სიმრავლისა, რეალობის აღიარება უჭირთ "ნაციონალურ მოძრაობაში". სააკაშვილის პარტიაში ჟურნალისტების კითხვებს თავს არიდებენ, მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ USAID მათი საქმიანობის მიღმა არ მდგარა.

ამერიკელმა ხალხმა უკვე გადაწყვიტა და USAID დახურა. ამ ორგანიზაციის რეალური მიზნები და საეჭვო კავშირები გლობალურ ძალებთან, შეერთებული შტატების მთავრობის გამოძიებითაც დადასტურებულია. თუმცა, USAID-ისა და Deep state-ის კავშირებზე ვაშინგტონის გადაწყვეტილებამდე დიდი ხნით ადრე საუბრობდა თბილისი. საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს აცხადებენ, რომ გამჭვირვალობის კანონის მთავარი მიზანიც სწორედ მდიდარი "ენჯეოებისა" და მათი რევოლუციური მიზნების მხილება იყო.

USAID-ის ფაილები გასაჯაროების მომენტიდან სკანდალურად შეფასდა. გაიშიფრა ქსელი, რომელიც, როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოში ფერად რევოლუციებს აწყობდა. დადგინდა, რეალურად როგორ იფლანგებოდა ამერიკელი გადამხდელების ფული სხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესების შერყევაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ქართული ოცნების" განცხადებები ე.წ. მდიდარი ენჯეოების საქმიანობასთან დაკავშირებით USAID-ის ფაილებმა ​დაადასტურა - დოკუმენტებში აღწერილია, თუ როგორ ცდილობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები