პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელსაც ჰგონია, რომ საგარეო კურსი შეიცვალა საქართველოში. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ არცერთი ნიშანი საიმისო არ არის, რომ ამ შეფასებას ობიექტური ვუწოდოთ" - გია ვოლსკი

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობა

გია ვოლსკი აცხადებს, რომ ქვეყანაში საგარეო კურსის შეცვლის არანაირი ობიექტური ნიშანი არ არსებობს, ხოლო 28 ნოემბრის აქციაზე მისული ადამიანები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდებიან.

"არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელსაც ჰგონია, რომ საგარეო კურსი შეიცვალა საქართველოში. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ არცერთი ნიშანი საიმისო არ არის, რომ ამ შეფასებას ობიექტური ვუწოდოთ" - გია ვოლსკი
რუსთავი 2

მმართველი გუნდი ოპონენტების აქციას აფასებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია უცხოეთიდან მიღებული მითითებების შესაბამისად მოქმედებენ. მმართველი გუნდის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გააქტიურება და დესტაბილიზაციის მცდელობაა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ საქართველოს საგარეო კურსი შეიცვალა, თუმცა, მისი შეფასებით, არ არსებობს არცერთი ობიექტური ნიშანი, რომელიც მსგავს მოსაზრებას დაადასტურებდა.

"რევოლუციის მცდელობები, სისხლიანი დაპირისპირებების ორგანიზების მცდელობები, უკანონო ქმედებების მთელ საქართველოზე გავრცელების მცდელობები იყო აშკარა. ახლა, ამ პერიოდში, 28 ნოემბრისთვის, დღევანდელი საღამოსთვის, კიდევ ერთხელ ნაცმოძრაობამ დააანონსა ამ რევოლუციის მცდელობის გაგრძელების საჭიროება.

არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელსაც მართლა ჰგონია, რომ საგარეო კურსი შეიცვალა საქართველოში. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ არცერთი ნიშანი საიმისო არ არის, რომ ამ შეფასებას ობიექტური ვუწოდოთ და ბოლო პერიოდის პროცესებმა ეს გამოავლინა. აქედან გამომდინარე, 28 ნოემბრის საღამოს შეკრებაზე მისული ადამიანები ნებით თუ უნებლიედ უპირისპირდებიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - აცხადებს გია ვოლსკი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქმე გვაქვს არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებული არიან საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში - გია ვოლსკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები