პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე - ბოლო ორი წელიწადი იყო ბევრად უფრო მშვიდი, ვიდრე 2020-2024 წლები, ამოცანა იყო ქვეყნის დამშვიდება და ჩვენმა ნაბიჯმა გაამართლა, მივიღეთ ეს შედეგი - გვქონდა 5-დღიანი მძიმე მღელვარება, მაგრამ ამ 5-მა დღემ მოგვცა ქვეყნის დამშვიდების საშუალება

ტელეიმედი

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროინტეგრაციის თემა შანტაჟისთვის გამოიყენებოდა, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილებამ ქვეყანა დაამშვიდა. მისი თქმით, 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა 5-დღიანი მღელვარება და ხელისუფლების შეცვლის ძალადობრივი მცდელობა, თუმცა საბოლოოდ ამ ნაბიჯმა გაამართლა.

ირაკლი კობახიძე - ბოლო ორი წელიწადი იყო ბევრად უფრო მშვიდი, ვიდრე 2020-2024 წლები, ამოცანა იყო ქვეყნის დამშვიდება და ჩვენმა ნაბიჯმა გაამართლა, მივიღეთ ეს შედეგი - გვქონდა 5-დღიანი მძიმე მღელვარება, მაგრამ ამ 5-მა დღემ მოგვცა ქვეყნის დამშვიდების საშუალება
ინტერპრესნიუსი

კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა თითქმის ორწლიანი ბრძოლის შემდეგ, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება. როცა დაკარგა ფასი კანდიდატის სტატუსმა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტმა, მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ორწლიანი ბრძოლა გამოვიარეთ ამისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აქციები არ დაწყებულა 2024 წლის 28 ნოემბერს, აქციები დაიწყო 26 ოქტომბერს არჩევნების დღეს, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ გაიგო არჩევნების შედეგები და შეიტყო არჩევნების წაგების თაობაზე.

„აქედან მოყოლებული ხან კეტავდნენ გმირთა მოედანს, ხან კეტავდნენ ვაკეს, ხან მელიქიშვილის გამზირს და ეს იყო უწყვეტი პროტესტი, რომელიც გრძელდებოდა 28 ნოემბრამდე და 28 ნოემბერს უბრალოდ გაგრძელდა ეს ყველაფერი. ასევე, ჩვენს განცხადებას 2024 წლის ივნისში წინ უძღოდა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების თაობაზე და შემდეგ, სრულიად სამარცხვინოდ გამოდიოდა ევროკავშირის ელჩი და ამბობდა, რომ მათ მიერ შეჩერებული დიალოგი თითქოს ჩვენ შევაჩერეთ. ამაზე დიდი აბსურდი რა უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა. ასევე, მინდა შეგახსენოთ 2020 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები, სადაც მოხდა იგივე, რაც 2024 წლის შემდეგ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისევ იყო, ასე ვთქვათ, ირიბი არაღიარება, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში არშესვლა, ამას მოჰყვა მოლაპარაკებები, ამას მოჰყვა ისეთი ხელშეკრულების, პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება, ე.წ. მიშელის შეთანხმების გაფორმება, რომელიც რეალურად ითვალისწინებდა ქვეყნის გასვლას კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. დადგინდა სრულიად გაუგებარი 43%-იანი ბარიერი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ეს პროცესებიც იყო მთლიანად გარედან წახალისებული. ეს იყო კონტექსტი და ამ ფონზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც გახმოვანდა 2024 წლის 28 ნოემბერს. იცით, რომ კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა თითქმის ორწლიანი ბრძოლის შემდეგ, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება. როცა დაკარგა ფასი კანდიდატის სტატუსმა, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტმა, მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ორწლიანი ბრძოლა გამოვიარეთ ამისათვის. მანამდე სრულიად უსაფუძვლოდ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე 2022 წლის ივნისში, რასაც მოჰყვა ეს რევოლუციური პროცესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში.

ამასთან, პრემიერის თქმით, ხელისუფლების დაპირება დღესაც ძალაშია, რომელიც ეხებოდა ღირსებით, კეთილდღეობით, თავისუფლებით ევროპისკენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებდა ევროპული გზიდან გადახვევას.

„უფრო მეტიც, მე მინდა გაგახსენოთ ამ განცხადების ციტატები - საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომლისთვისაც ორგანული და ძვირფასია ტრადიციული ევროპული ღირებულებები. როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ და ასე გრძელდება. ნახსენებია ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, რომლებმაც ევროპული ღირებულებები ჩვენი აზროვნების ლაიტმოტივად აქციეს და შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს ისტორიისა და ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ვაქციოთ. ეს წერია იმ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა 2023 წლის 28 ნოემბერს. ვინც სწორად წაიკითხავდა და გაიგებდა ამ განცხადებას, იქ ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ფორმით. ჩვენ უბრალოდ შევაწყვეტინეთ შანტაჟი 4 წლის განმავლობაში ევროპულ ბიუროკრატიას, რითაც დავამშვიდეთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ გახსნიდა, თუმცა თუ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან იქნებოდა მიღებული, საქართველო მას დაუყოვნებლივ ხელს მოაწერდა.

„რაც შეეხება ჩვენი გადაწყვეტილების შინაარსს და საფუძველს. საფუძველი და მიზეზი იყო რა, რომ ჩვენ ვეღარ მივცემდით ევროპულ ბიუროკრატიას ევროინტეგრაციის თემის შანტაჟისთვის გამოყენების საშუალებას. საშუალებას ვერ მივცემდით, რომ გამოეყენებინათ ეს თემა შანტაჟისთვის. ჯერ იყო კანდიდატის სტატუსი, რითაც წელიწადნახევარზე მეტი დაღალეს ეს ქვეყანა. ამას დაუკავშირეს რევოლუციის მცდელობები და შემდეგი იყო მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ჩვენ ვთქვით მარტივი რამ, რასაც ასევე მოჰყვა შეგნებულად დამახინჯებული ინტერპრეტაციები. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, 2028 წლამდე ისიც. ჩვენს განცხადებაში დავაკონკრეტეთ, რომ ჩვენი მიზანი იყო 2030 წლისთვის ქვეყნის გაწევრიანება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ და ამით მუდმივად ცდილობდნენ ქვეყანაში ვითარების არევას, ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, იქვე მოვაწერდით ამას ხელს. ძალიან ცხადი და მკაფიო იყო ეს განცხადება, თუმცა ამასაც მოჰყვა ზუსტად ისეთივე სიცრუეზე აგებული კამპანია, როგორც ე.წ. რუსულ კანონს. სრულიად სამარცხვინო, სიცრუეზე აგებული კამპანია. ძალიან ბევრი ადამიანი ააღელვეს და ბევრი ადამიანი იყო გულწრფელად აღელვებული. თუმცა, ეს ყველაფერი იყო, სამწუხაროდ, კონკრეტული ადამიანების სიცრუეზე, ცრუ განცხადებებზე დაფუძნებული.

საბოლოო ჯამში, რა მიიღო ამ ყველაფრით ქვეყანამ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა 5-დღიანი ძალიან მძიმე მღელვარება, ხელისუფლების შეცვლის კიდევ ერთი ძალადობრივი მცდელობა, რომელიც ძალიან უხეში ფორმით იყო გამოხატული და ყველას მძიმედ გვახსოვს, ბუნებრივია, ეს 5 დღე, თუმცა ამ 5-მა დღემ შემდეგ მოგვცა ჩვენ ქვეყნის დამშვიდების საშუალება. გადავიტანეთ ეს მძიმე 5 დღე, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის, რომ ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ბევრად უფრო მშვიდი ვითარება, ვიდრე იყო მანამდე. ეს არის ზუსტად ამ გადაწყვეტილების დამსახურება. შანტაჟისთვის ვეღარ გამოიყენება ევროინტეგრაციის საკითხი. ამ 2 წლის განმავლობაში სწორედ ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა. შუალედში იყო ძალადობრივი რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა, ზუსტად შარშან ამ დროს, ოქტომბერში, 4 ოქტომბრის ცნობილი მცდელობა, რასაც სახელმწიფომ ასევე საკადრისი პასუხი გასცა. თუმცა, მთლიანობაში რომ ავიღოთ ბოლო 2 წელი, ეს ორი წელი იყო ბევრად უფრო მშვიდი, ვიდრე 2020, 2021, 2022, 2023, 2024 წლის პერიოდი. ქვეყნის დამშვიდება იყო ჩვენი ამოცანა, შანტაჟის შესაძლებლობის არმიცემა იყო ჩვენი ამოცანა და ორწლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენმა ნაბიჯმა გაამართლა და ჩვენ მივიღეთ ეს შედეგი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა დავაკონკრეტეთ, თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ამის თაობაზე, იქვე მოვაწერდით ხელს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას ვინც სწორად წაიკითხავდა და გაიგებდა, იქ ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს განცხადება არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას, ჩვენ უბრალოდ შევაწყვეტინეთ შანტაჟი 4 წლის განმავლობაში ევროპულ ბიუროკრატიასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები