ირაკლი კობახიძე - თუ ევროკავშირში ხვალ გადაწყვეტენ საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს - მზად ვართ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვისაც, თუმცა დღემდე ველოდებით პასუხს და ეს პასუხი არ არის
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებას საქართველო ხვალვე მოაწერს ხელს, თუმცა ბრიუსელის მხრიდან დიალოგი შეწყდა. მისივე თქმით, ხელისუფლება აშშ-სთანაც მზადაა ურთიერთობების აღსადგენად, თუმცა პასუხს ამ დრომდე ამაოდ ელის.

თუ ევროკავშირში ხვალ გადაწყვეტენ მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს, თუმცა მათი მხრიდან შეწყდა პოლიტიკური დიალოგი და ისინი არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას მოლაპარაკებები სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც, პასუხს დღემდე ელოდებიან, თუმცა “პასუხი არ არის”.
„რაც შეეხება მოლაპარაკებებს 30-წლიან პარტნიორებთან, ჩვენ არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, მოლაპარაკებები - არც ევროკავშირთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით არაერთხელ გავაკეთეთ საჯარო განცხადება. ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით და მზად ვართ, რომ ყოველგვარი დახურული საკითხების გარეშე ვისაუბროთ ამ გზამკვლევთან, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე ველოდებით პასუხს და ეს პასუხი არ არის. რაც შეეხება ევროკავშირს, აქაც, ხვალ თუ გადაწყვეტენ მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს, თუმცა მათი მხრიდან შეწყდა პოლიტიკური დიალოგი და ისინი არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა “იმედის” ეთერში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაირაკლი კობახიძე: არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ მოლაპარაკებები - არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან, არაერთხელ გავაკეთეთ საჯარო განცხადება, რომ ნებისმიერ დროს მზად ვართ, აშშ-სთან აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, რაც შეეხება ევროკავშირს, ხვალ თუ გადაწყვეტენ მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს, თუმცა მათი მხრიდან შეწყდა პოლიტიკური დიალოგი
ირაკლი კობახიძე: არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ მოლაპარაკებები - არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან, არაერთხელ გავაკეთეთ საჯარო განცხადება, რომ ნებისმიერ დროს მზად ვართ, აშშ-სთან აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…