პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას ვინც სწორად წაიკითხავდა და გაიგებდა, იქ ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს განცხადება არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას, ჩვენ უბრალოდ შევაწყვეტინეთ შანტაჟი 4 წლის განმავლობაში ევროპულ ბიუროკრატიას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, 28 ნოემბრის განცხადება ევროპული გზიდან გადახვევას არ ნიშნავდა და მათ „ევროპულ ბიუროკრატიას 4 წლის განმავლობაში შანტაჟი შეაწყვეტინეს“.

პრემიერი: 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას ვინც სწორად წაიკითხავდა და გაიგებდა, იქ ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს განცხადება არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას, ჩვენ უბრალოდ შევაწყვეტინეთ შანტაჟი 4 წლის განმავლობაში ევროპულ ბიუროკრატიას
რუსთავი 2

ჩვენი დაპირება დღესაც ძალაშია, ჩვენი დაპირება საარჩევნოდ იყო „ღირსებით ევროპისკენ“, ღირსებით, კეთილდღეობით, თავისუფლებით ევროპისკენ და ეს დაპირება დღესაც ძალაშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებდა ევროპული გზიდან გადახვევას.

"უფრო მეტიც, მე მინდა გაგახსენოთ ამ განცხადების ციტატები - საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომლისთვისაც ორგანული და ძვირფასია ტრადიციული ევროპული ღირებულებები. როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ და ასე გრძელდება. ნახსენებია ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, რომლებმაც ევროპული ღირებულებები ჩვენი აზროვნების ლაიტმოტივად აქციეს და შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს ისტორიისა და ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ვაქციოთ. ეს წერია იმ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა 2023 წლის 28 ნოემბერს. ვინც სწორად წაიკითხავდა და გაიგებდა ამ განცხადებას, იქ ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ფორმით. ჩვენ უბრალოდ შევაწყვეტინეთ შანტაჟი 4 წლის განმავლობაში ევროპულ ბიუროკრატიას, რითაც დავამშვიდეთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციური28 ნოემბრის განცხადება არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას - ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა დავაკონკრეტეთ, თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ამის თაობაზე, იქვე მოვაწერდით ხელსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები