პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, იმედი გვაქვს, მანამდე ევროკავშირშიც შეიცვლება მიდგომები და დაბრუნდება ტრადიციული ღირებულებები

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ მანამდე ევროკავშირში მიდგომები შეიცვლება და ტრადიციული ღირებულებები დაბრუნდება.

ირაკლი კობახიძე – ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, იმედი გვაქვს, მანამდე ევროკავშირშიც შეიცვლება მიდგომები და დაბრუნდება ტრადიციული ღირებულებები
პირველი არხი

ყველაფერი გაკეთდება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მანამდე ევროკავშირშიც შეიცვლება მიდგომები და დაბრუნდება ის ტრადიციული ღირებულებები, რომლებზეც იდგა ევროპა დაახლოებით 70 წლის განმავლობაში.

„ბუნებრივია, ევროინტეგრაცია რჩება ჩვენს ამოცანად, მათ შორის ჩვენს კონსტიტუციურ ამოცანად. ასევე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სწორედ ჩვენ ჩავწერეთ ეს ნორმა, დებულება ევროინტეგრაციის თაობაზე კონსტიტუციაში 2017 წელს. კიდევ ერთხელ, ეს რჩება ჩვენს კონსტიტუციურ ამოცანად და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. იმედი გვაქვს, რომ მანამდე ევროკავშირშიც შეიცვლება მიდგომები და დაბრუნდება ის ტრადიციული ღირებულებები, რომლებზეც იდგა ევროპა დაახლოებით 70 წლის განმავლობაში და იმედი გვაქვს, რომ ის ტენდენციები, უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც ვითარდება ევროკავშირში, შებრუნდება დადებითისკენ. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, იმედი გვაქვს, რომ მანამდე ევროკავშირშიც შეიცვლება მიდგომები და დაბრუნდება ის ტრადიციული ღირებულებები, რომლებზეც იდგა ევროპა დაახლოებით 70 წლის განმავლობაში
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, იმედი გვაქვს, მანამდე ევროკავშირშიც შეიცვლება მიდგომები და დაბრუნდება ტრადიციული ღირებულებები
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე:ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები, რომლებიც დღეს ამ ინსტიტუტებს წარმოადგენენ, ჩვენთვის ევროპა ევროპული ფასეულობებია, ევროპული ტრადიციები, ევროპული კულტურა და ცივილიზაცია, სწორედ ამიტომ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები