პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ისრაელის ელჩი - როდესაც ძალადობა ჩნდება მატჩის გარშემო, უმთავრესი მოვალეობაა გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა - როცა გულშემატკივრები ნეიტრალურ არენას აგრესიისთვის სცენად აქცევენ, სიჩუმე ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა

ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ-ჰაია აცხადებს, რომ ბათუმში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეს და პოლიციელებს დაუპირისპირდნენ, რის გამოც 16 პირი დააკავეს.

ისრაელის ელჩი - როდესაც ძალადობა ჩნდება მატჩის გარშემო, უმთავრესი მოვალეობაა გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა - როცა გულშემატკივრები ნეიტრალურ არენას აგრესიისთვის სცენად აქცევენ, სიჩუმე ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა
ინტერპრესნიუსი

როდესაც გულშემატკივრები ნეიტრალურ არენას აგრესიისთვის სცენად აქცევენ, სიჩუმე ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი, ვალიდ აბუ-ჰაია სოციალურ ქსელში წერს.

„ძალადობა, ვანდალიზმი, პოლიციელებზე თავდასხმები, შუღლის გაღვივება, დაშინება, UEFA-ს წესების დარღვევა უპასუხისმგებლო ქმედებებია, და მათი არდაგმობაც ასევე უპასუხისმგებლოა.

ყველასთვის ნათელია და კარგად დოკუმენტირებულია, რომ “ბეშიქთაშის” გულშემატკივრებმა ბათუმში, საქართველოში დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, ისროლეს ობიექტები, დააზიანეს სტადიონის ინფრასტრუქტურა, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სამართალდამცავებს და ზიანი მიაყენეს სამ პოლიციელს, რამაც 16 დაკავება გამოიწვია. ეს მატჩის დროს ევროპის მოედნიდან სტადიონისკენ დაიწყო, რომ არ ვახსენოთ მიუღებელი ლოზუნგები და გამოფენილი ბანერები.

როგორც ელჩი, რომელიც ღრმად ვიყავი შეშფოთებული მშვიდობიანი ისრაელელი გულშემატკივრების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეზე, რომლებმაც მთელი გზა იმგზავრეს ბათუმისკენ თამაშისთვის, რომელსაც “ბეშიქთაში” მათი გუნდის წინააღმდეგ მასპინძლობდა, უბრალოდ მათი გუნდის მხარდასაჭერად, გაიგებთ ვითარების სერიოზულობას. როდესაც ძალადობა ჩნდება მატჩის გარშემო, რომელშიც ისრაელური გუნდი მონაწილეობს, უმთავრესი მოვალეობაა ამ გულშემატკივრების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„ბეშიქთაშის” რადიკალური გულშემატკივრების საქციელისთვის „სპორტულ არენაზე ტერორიზმის“ წოდება სწორად აღწერს სპორტულ ღონისძიებაზე მსგავსი ძალადობრივი დარღვევის ბუნებას, და ეს სამართლებრივი ბრალდება არ არის. სპორტი თავისუფალი უნდა დარჩეს ძალადობისგან, დაშინებისგან და პოლიტიკური შუღლის გაღვივებისგან. როდესაც გულშემატკივრები ნეიტრალურ არენას აგრესიისთვის სცენად აქცევენ, სიჩუმე ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

ქვეყნებს შორის ღრმა მეგობრობას საუკეთესოდ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ძალადობის უარყოფა - და არა მისი დაცვა,” - წერს აბუ-ჰაია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობოისრაელის ელჩი – სპორტი ძალადობის, დაშინებისა და პოლიტიკური წაქეზებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს
  2. ალიაოპოზიციური,, ალბათ გესმით სიტუაციის სიმძიმე” – საქართველოში ისრაელის ელჩი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ისრაელური საფეხბურთო კლუბი “ჰაპოელ ბეერ-შევა” ბათუმში “ბეშიქთაშთან” მატჩისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები