პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე: საქართველო თანამშრომლობას იწყებს ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც 2027 წლის QS რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში მე-11, აზიაში კი პირველ ადგილს იკავებს. ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. მისი თქმით, პარტნიორობაში მთავარი წვლილი ცოტნე ივანიშვილს მიუძღვის, სტუდენტები კი სახელმწიფოსთან ერთად დაფინანსდებიან.

კახა კალაძე: საქართველო თანამშრომლობას იწყებს ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც 2027 წლის QS რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში მე-11, აზიაში კი პირველ ადგილს იკავებს. ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს
იმედინიუსი

როგორც ცნობილი გახდა, კიდევ ერთ საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს ჩაეყარა საფუძველი. - საქართველო თანამშრომლობას იწყებს ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც 2027 წლის QS რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში მე-11, აზიაში კი პირველ ადგილს იკავებს, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.

როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა გაიღო, მათ შორის გამოიყენა პირადი კონტაქტები იმისთვის, რომ ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„როგორც ცნობილი გახდა, კიდევ ერთ საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს ჩაეყარა საფუძველი. - საქართველო თანამშრომლობას იწყებს ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც 2027 წლის QS რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში მე-11, აზიაში კი, პირველ ადგილს იკავებს.

ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა გაიღო, მათ შორის გამოიყენა პირადი კონტაქტები იმისთვის, რომ ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

პირველ რიგში მადლობა ცოტნე ივანიშვილს, რომლის პირადი ჩართულობითაც ჩვენი მოსწავლეებისთვის იმ სრულიად ახალი საგანმანათლებლო სივრცის კარი იღება, რომელიც აღმოსავლური და დასავლური კულტურის კვეთის წერტილს წარმოადგენს. ჰონგ კონგის უნივერსიტეტში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აღმოსავლური და დასავლური ხელოვნების ისტორია, ფილოსოფია, გეოპოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები თუ სხვა ძალიან მნიშვნელოვანი დისციპლინები სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილონ და საფუძვლიანად შეისწავლონ, რაც, თანამედროვე რეალობაში არც თუ ისე ხშირი შემთხვევაა.

ასევე დიდ მადლობას ვუხდი ცოტნეს მშობლებს, ბატონ ბიძინას და ქალბატონ ეკას, ასეთი შვილის აღზრდისთვის, რომელიც არამხოლოდ საკუთარი ინტერესებსა და მიზნებზე, არამედ მისი თანამემამულე ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენაზე ზრუნავს.

ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოს ჩართულობა, რომელიც ქართველი სტუდენტების დაფინანსების პროცესში ჩაერთო, რისთვისაც მინდა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებს უდიდესი მადლობა გადავუხადო.

და ბოლოს, ვერაფერი გამოვიდოდა თავად ჰონგ კონგის უნივერსიტეტის ჩართულობის გარეშე. კიდევ უფრო დასაფასებელია, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ არამხოლოდ ქართველი ახალგაზრდების მათ სივრცეში სწავლის, არამედ, ქართულ სახელმწიფოსთან ერთად, მიღებული სტუდენტების თანადაფინანსების მზაობაც გამოხატა, რისთვისაც, ბუნებრივია, მათაც უდიდესი მადლობას ვუხდი.

ფაქტია, რომ ჩვენი ახალგაზრდებისთვის ახალი, უნიკალური შესაძლებლობა გაჩნდა და მინდა თითოეულ იმ ქართველ სტუდენტს, რომელიც მომავალში აღნიშნულ უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას, უდიდესი წარმატება ვუსურვო“, - წერს იგი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – საქართველო ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს, ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ჰონგ კონგის უნივერსიტეტის პირველ ქართველ სტუდენტს, ცოტნე ივანიშვილს
  2. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: საქართველო თანამშრომლობას იწყებს ჰონგ კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც 2027 წლის QS რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში მე-11, აზიაში კი პირველ ადგილს იკავებს. ამ პარტნიორობის იდეის ხორცშესხმაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის ცოტნე ივანიშვილს
  3. Facebookკახა კალაძე: მადლობა ცოტნე ივანიშვილს... დიდ მადლობას ვუხდი ცოტნეს მშობლებს, ბატონ ბიძინას და ქალბატონ ეკას, ასეთი შვილის აღზრდისთვის
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შაკო კუჭაშვილი: ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს. ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით, სრული დაფინანსებით მოიპოვოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები