ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - მოქალაქეებს 40-ზე მეტი მიმართულებიდან სასურველი მოკლევადიანი კურსის არჩევა შეუძლიათ

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მოქალაქეებს 40-ზე მეტი მიმართულებით მოკლევადიან პროფესიულ მომზადება-გადამზადების კურსებს სთავაზობს. პროგრამა, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, ასევე კურსდამთავრებულთა დასაქმებაში ხელშეწყობას.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - მოქალაქეებს 40-ზე მეტი მიმართულებიდან სასურველი მოკლევადიანი კურსის არჩევა შეუძლიათ
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - მოქალაქეებს 40-ზე მეტი მიმართულებიდან სასურველი მოკლევადიანი კურსის არჩევა შეუძლიათრუსთავი 2

ფინანსები, კულინარია, დისტრიბუცია, კომპიუტერული პროგრამები - მოქალაქეებს 40-ზე მეტი მიმართულებიდან სასურველი მოკლევადიანი კურსის არჩევა შეუძლიათ. პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში მონაწილეობა 16 წლისა და უფროსი ასაკის პირებს შეუძლიათ. რეგისტრაცია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებშია შესაძლებელი.

საშემოდგომო მიღების ფარგლებში პროგრამაში თბილისში, იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში მოქმედი 12 პროფესიული კოლეჯი ჩაერთო. მათ შორის არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები. მოკლევადიან კურსებზე სწავლება ძირითადად ერთიდან სამ თვემდე გრძელდება და თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ მეცადინეობასაც მოიცავს.

სასწავლო კურსებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სრულად აფინანსებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი გადაეცემათ. სააგენტო კურსდამთავრებულებს პოტენციურ დამსაქმებლებთან აკავშირებს და შესაბამის ვაკანსიებისაც სთავაზობს.

სასწავლო კურსების შერჩევა დამსაქმებლებთან კონსულტაციისა და დეფიციტური პროფესიების გათვალისწინებით ხდება. პროგრამა მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს შეისწავლონ ახალი პროფესია ან გაიღრმაონ ცოდნა სასურველი მიმართულებით.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაციას წლის განმავლობაში რამდენჯერმე აცხადებს. მიმდინარე წელს უკვე გადამზადდა 4 000-მდე ადამიანი. სააგენტოს ინფორმაციით, მათი უმრავლესობა საკუთარი პროფესიული პროფილით უკვე დასაქმდა.

სასწავლო კურსების ნაწილი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ერთ თვეში სრულიად ახალ პროფესიულ უნარებს დაეუფლონ და შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღონ. პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ავტორი: ირაკლი კოშაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
22 ახალი პროფესიული მიმართულება და ახალი შესაძლებლობები მსურველებისთვის - თბილისის მერიის პროგრამა "ისწავლე და დასაქმდი" ახალ ეტაპზე გადადისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები