ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შრომის ბაზარზე მოთხოვნადი 100-მდე პროფესია და დასაქმების უნიკალური შანსი - თბილისი მერია მუნიციპალური პროექტის, "ისწავლე და დასაქმდის" ახალ ეტაპს იწყებს

თბილისის მერია

თბილისის მერია მუნიციპალური პროექტის „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს, რომელსაც 22 ახალი პროფესიული კურსი დაემატა. კურსდამთავრებულები კომპანიებში რამდენიმეთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას გაივლიან, რეგისტრაცია კი 21 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.

შრომის ბაზარზე მოთხოვნადი 100-მდე პროფესია და დასაქმების უნიკალური შანსი - თბილისი მერია მუნიციპალური პროექტის, "ისწავლე და დასაქმდის" ახალ ეტაპს იწყებს
შრომის ბაზარზე მოთხოვნადი 100-მდე პროფესია და დასაქმების უნიკალური შანსი - თბილისი მერია მუნიციპალური პროექტის, "ისწავლე და დასაქმდის" ახალ ეტაპს იწყებსრუსთავი 2

დრონის მართვა ერთ-ერთია იმ თანამედროვე პროფესიულ მიმართულებებს შორის, რომლის შესწავლაც უკვე თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებშია შესაძლებელი. სამთვიანი კურსი სიმულაციურ და პრაქტიკულ სწავლებას აერთიანებს და სრულად ფინანსდება.

"ისწავლე და დასაქმდი" - დედაქალაქის მერიის პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი დაემატა. მსურველებს უკვე შეუძლიათ, აირჩიონ ვიზაჟის ან ავტომობილის ელექტროსისტემების შემსწავლელი კურსები. გაფართოვდა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებები.

პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდება. კურსდამთავრებულები სხვადასხვა კომპანიაში რამდენიმეთვიან ანაზღაურებად პრაქტიკას გაივლიან. ცვლილება მათ დამატებითი გამოცდილების შეძენასა და, შემდგომ, დასაქმებაში დაეხმარება.

ამ ეტაპზე, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 60-ზე მეტი პროფესიული მიმართულებიდან შეუძლიათ. მთავარი აქცენტი შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებზე კეთდება. პროექტი თბილისის 15-ზე მეტ პროფესიულ სასწავლებელს აერთიანებს.

პროგრამა "ისწავლე და დასაქმდი" 2018 წლიდან ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში, უკვე 17 000-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდა. დასაქმების მაჩვენებელი კი 70% აჭარბებს.

მერიის პროექტში მონაწილეობა თბილისში რეგისტრირებულ, 16 წლის ასაკს მიღწეულ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

რეგისტრაცია სპეციალურ ვებგვერდზე 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - მოქალაქეებს 40-ზე მეტი მიმართულებიდან სასურველი მოკლევადიანი კურსის არჩევა შეუძლიათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები