გიორგი ვოლსკი: ადამიანები, ვინც ცდილობენ, საკუთარ ქვეყანას დაუპირისპირდნენ რაღაც მოგონილი არგუმენტებით და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ცდილობენ, ის თამაში ითამაშონ, რომელსაც მარკეტა გრეგოროვა და სხვა ევროპარლამენტარები კარნახობენ. ეს არ არის ევროპელთა, ევროპული საზოგადოებისა და ხალხების პოზიცია
გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ქვეყნის მოწინააღმდეგეები იმ თამაშს თამაშობენ, რომელსაც მარკეტა გრეგოროვა და სხვა ევროპარლამენტარები კარნახობენ, მიზანი კი გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს შეთრევაა.

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი რამდენიმე ევროპარლამენტარის მხრიდან თბილისში დღეს დაგეგმილი აქციის მიმართ მხარდაჭერას ეხმაურება.
„ადამიანები, ვინც ცდილობენ, საკუთარ ქვეყანას დაუპირისპირდნენ რაღაც მოგონილი არგუმენტებით და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ცდილობენ, ის თამაში ითამაშონ, რომელსაც მარკეტა გრეგოროვა და სხვა ევროპარლამენტარები კარნახობენ. ეს არ არის ევროპელთა, ევროპული საზოგადოების და ხალხების პოზიცია. აქ არის გლობალური დაპირისპირების უმწვავესი ეტაპი, რომელიც შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგებით განვითარდეს და ამ დაპირისპირებაში საქართველოს შეთრევის დაუოკებელი, გააფთრებული სურვილი. ამას ემსახურება კოლექტიური ნაცმოძრაობის ძალისხმევა”, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.
კიდევ ერთი დადასტურება, როგორ მართავენ საქართველოში პროცესებს, უცხო ქვეყნებიდან - ოპოზიციის მოკავშირე ევროპარლამენტარები, ვიდეო მიმართვებს ავრცელებენ და აქციას მხარდაჭერას უცხადებენ. მეტიც, მაგალითად მოჰყავთ სერბეთი და პირდაპირ მოუწოდებენ პროტესტის მონაწილეებს, რომ ისევე როგორც კიევში, თბილისშიც ბრძოლა იქამდე უნდა გაგრძელდეს ვიდრე საჭიროა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…