პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა

ნატო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინის მიზანი უკრაინის სრული განადგურება და ოკუპაციაა და ის მიზნებს თავად არ შეიცვლის. ზელენსკის თქმით, აშშ-ის გადასაწყვეტია, განათავსებს თუ არა უკრაინაში სამხედრო ბაზებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა
ინტერპრესნიუსი

პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„თავიდანვე, მისი მიზანი ჩვენი ოკუპაცია იყო. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შევაჩეროთ პუტინი. ცოტათი მაინც შევუცვალოთ აზრი, თუ ეს შესაძლებელია, შევუცვალოთ მიზნები, შევუცვალოთ კურსი. პარტნიორებმა აქცენტი სწორედ ამაზე უნდა გააკეთონ, რადგან პუტინი თავის მიზნებს არ შეიცვლის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, ზელენსკის თქმით, ამერიკელებმა კიევს განუცხადეს, რომ უკრაინაში „სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ დარწმუნებულები არ არიან, რადგან ეს საკითხი ნატო-ს ეხება“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის „სამხედრო ბაზები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და სამხედრო მოსამსახურეები განლაგებული ჰყავს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რომლებიც ნატო-ს წევრები არიან არიან“.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ როდესაც ისინი იქ ბაზებს აგებდნენ, ირანელებს ჰკითხეს, შეეძლოთ თუ არა ამ ბაზების აგება. ასე რომ, აშშ-ის გადასაწყვეტია სურს თუ არა ეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: აშშ-ის პრეზიდენტისგან უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე მკაფიო შეთავაზება არ მომისმენიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები