პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"ვნანობ თუ არა, რომ ქომაგს დავარტყი?" - კანტონამ შეკითხვას უპასუხა

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა თავდამსხმელმა ერიკ კანტონამ განაცხადა, რომ 1995 წელს კრისტალ პალასის გულშემატკივრისთვის დარტყმას არ ნანობს. ფრანგი ფეხბურთელის თქმით, ერთადერთი, რასაც ნანობს, ისაა, რომ გულშემატკივარს სხვაგან არ დაარტყა.

"ვნანობ თუ არა, რომ ქომაგს დავარტყი?" - კანტონამ შეკითხვას უპასუხა
სპორტალი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა ერიკ კანტონამ განაცხადა, რომ 1995 წელს "კრისტალ პალასის" გულშემატკივრისთვის დარტყმას არ ნანობს.

შეგახსენებთ, ინციდენტი 1995 წლის იანვარში მოხდა. ფრანგი ფეხბურთელი სარეკლამო ბარიერს გადაახტა და მეტოქე გუნდის გულშემატკივარს ფეხი დაარტყა. მომხდარის გამო კანტონა 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

"ხალხი ელოდება, რომ ვიტყვი: "ამას ვნანობ". არა, არ ვნანობ. ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ სხვაგან არ დავარტყი", - ციტირებს კანტონას სიტყვებს The Guardian.

შეგახსენებთ, ერიკ კანტონა "მანჩესტერ იუნაიტედში" 1992/1997 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ფრანგმა 4 პრემიერლიგის ტიტული, 2-ჯერ ინგლისის თასი, 3-ჯერ კი ინგლისის სუპერთასი მოიგო. მან "მანკუნიანელთა" მაისურით ჩატარებულ 185 მატჩში თავი თავი 82 გატანილი გოლით გამოიჩინა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
[VIDEOS] მამუკელაშვილის 13 წუთი ყოფილ გუნდთან და დონჩიჩის დაპირისპირება მწვრთნელთან და ქომაგთან - "ლეიკერსი" "სან ანტონიოსთან" დამარცხდაწაიკითხე

უახლესი ამბები