“როცა საქმე რუსეთს ეხებოდა, ხელებს რომ იტყავებდნენ წერით, სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთო, ხომ ხედავთ რომ არ იმიჯნება?!” – გიორგი კობერიძე
პროფესორი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის პოლიტიკურად პრობლემური მატჩები საქართველოში არ უნდა ტარდებოდეს, რადგან თურქეთმა მასპინძლობა აირიდა და დარტყმა ქვეყანამ მიიღო.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
უცხო ქვეყნის მატჩები, რომელიც პოლიტიკურად პრობლემურია საქართველოში არ უნდა ტარდებოდეს. ჩვენ ჩვენი პრობლემები გვაქვს, არასაჭირო პრობლემები რომ არ დავიმატოთ. რა გამოვიდა?! თურქეთმა აირიდა ამ მატჩის მასპინძლობა და ჩვენ ჩვენს თავზე მივიღეთ დარტყმა – რატომ?!
რაც შეეხება ბეშიქთაშს: მისი გულშემატკივრების მთავარი ბირთვი (თუმცა არა ყველა) რადიკალი მემარცხენეა, თუმცა რაც ისლამისტებთან ერთად აქვთ საზიარო, ისრაელისადმი მტრული დამოკიდებულებაა.
გუშინ რამდენიმე სხვა პრობლემა გამოიკვეთა: ბედნიერების პარტიის ისლამისტმა ლიდერმა მაჰმუდ არიქანმა ამ მოვლენების შემდეგ დაწერა: “გაუმარჯოს აფხაზეთს”, რაც თავად უკიდურესად პროვოკაციული აქტია და ადეკვატურ პასუხს მოითხოვს. არიქანის პარტია 2%-ანი პარტიაა, მაგრამ ამ პროცესების ეგრევე ყველაზე მტკივნეულ პოლიტიკურ სიბრტყეზე გადატანა, ძალიან მავნებლური გადაწყვეტილებაა, მით უფრო რომ ემოციების ფონზე ზოგი თურქი აიყოლიეს ამ ფაქტზე და ისეთ კომენტარებსაც კი წერენ, რომ რუსეთთან ერთად გავიყოთ საქართველოო – ოღონდ შემდეგ წერისას ფორუმებზე რუსებმა და თურქებმა ერთმანეთს დაუწყეს ჩხუბი არა მე უნდა ვიყო ლიდერი, არა მეო.
არც ბათუმთან დაკავშირებული ბანერი არის ნორმალური. როგორ ქვენააზრსაც არ უნდა შეიცვადეს ის, ლოგიკას მოკლებულია ასეთი ბანერის გაშლა. როცა მეზობელ სახელმწიფოში ჩადიხარ, რთული პოლიტიკური ისტორიითა და კულტურული კონტექსტით, უნდა გაითვალისწინო ყველაფერი, გინდა გულშემატკივარი იყო და გინდა პოლიტიკოსი. ეგ არის კეთილმეზობლობა, სხვა კი არაფერი.
პალესტინისადმი ჰუმანიტარული სოლიდარული თურქული საზოგადოების ნაწილი რუსეთთან ერთად საქართველოს განადგურებაზე მუქარებს რომ წერს, ეგ სადაური ჰუმანიტარულობაა?!
ჩვენი რეგიონის გათვალისწინებით, აქ მარტო დარჩენა, მოკავშირეებისაგან დაშორება, საკუთარი მოსახლეობის დაშინება და დაყოფა, რასაც იწვევს კი ჩანს. ამ რეგიონში სისუსტეს არ პატიობენ ხოლმე.
ალბათ, რამდენიმე კვირაში სიტუაცია ჩაწყნარდება, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება: თავის დროზე, როცა საქმე რუსეთს ეხებოდა, ხელებს რომ იტყავებდნენ წერით, სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთო, ხომ ხედავთ რომ არ იმიჯნება?!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…