გულიაშვილმა ვერ ითამაშა, ზაბირიმ ისევ გაიტანა, "რასინგმა" ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა
სანტანდერულმა „რასინგმა“ ლა ლიგის მე-14 ტურში „ლევანტე“ 3:1 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. გიორგი გულიაშვილი ავადმყოფობის გამო სათადარიგო იყო, ხოლო იასირ ზაბირიმ მიმდინარე სეზონში თავისი მე-12 გოლი გაიტანა.

ლა ლიგის მე-14 ტურში „რასინგმა“ გასვლაზე „ლევანტე“ 3:1 დაამარცხა.
შეცვლაზე შესულმა პაბლო გარსიამ დუბლი შეასრულა. ერთი გოლი იასირ ზაბირიმ გაიტანა, რომლის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 14 მატჩში 12 გოლია.
სანტანდერული გუნდის თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი სათადარიგო იყო. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავადმოფობის გამო მისი თამაში საეჭვო გახლდათ.
„რასინგმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო, ამ მომენტისთვის 20 ქულით მე-6 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 1-ელ დეკემბერს ჩაატარებს - თასის 1/32-ფინალში სტუმრად ქვედალიგურ „რეუსს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „სიუდადი“
ლევანტე - რასინგი 1:3
გოლები: 1:0 რომერო (42), 1:1 გარსია (66), 1:2 ზაბირი (81), 1:3 გარსია (90+5)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…