პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ეს ხანგრძლივი ბრძოლაა, მაგრამ აუცილებლად გაიმარჯვებთ - ევროპარლამენტარის მიმართვა ქართველ ხალხს

ევროპარლამენტარ ბერნარ გეტას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, სანამ „რუსული რეჟიმი არ გაქრება“, თუმცა ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს.

ეს ხანგრძლივი ბრძოლაა, მაგრამ აუცილებლად გაიმარჯვებთ - ევროპარლამენტარის მიმართვა ქართველ ხალხს
TV პირველი

ევროპარლამენტარი ბერნარ გეტა საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ ბრძოლა, რომელიც მათ ორი წლის წინ დაიწყეს, შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა საბოლოოდ აუცილებლად მათი გამარჯვებით დასრულდება.

ევროპარლამენტარის თქმით, ეს ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ „ეს რუსული რეჟიმი არ გაქრება“.

ეს ხანგძლივი ბრძოლა, ძვირფასო მეგობრებო, რომელიც თქვენ დაიწყეთ, უკვე ორი წელია გრძელდება და შეიძლება კიდე იმდენივე თუ მეტი არა, გაგრძელდეს. საშინელია ამის თქმა, მაგრამ ეს იმდენ ხანს გაგრძელდება რამდენიც საჭირო იქნება, რომ ეს რუსული რეჟიმი გაქრეს. დიახ, რაც არუნდა აღმაშფოთებელი იყოს თქვენი თავისუფლება დამოკიდებულია შორეულ ძალაზე რომელსაც მეფის იმპერიის აღდგენა სურს, რომელიც უკრაინას აწამებს თქვენი დადუმება კი სურს. კიევშიც და თბილისშიც ბრძოლა ხანგძლივი იქნება მაგრამ წარმოგიდგენიათ ინგლისმა ხელახლა დაიპყროს ირლანდია ან საფრანგეთმა ჩრდილოეთ აფრიკა? რა თქმა უნდა არა. კოლონიების დრო წავიდა ეს სხვა საუკუნის ომია, რომლის მოგებაც ვლადიმერ პუტინს სურს. ამ ომს ის აუცილებლად, გარდაუვლად წააგებს რადგან ისტორიას ვერავინ გადაწერს. ხვალ ჯერ არ გაიმარჯვებთ მაგრამ აუცილებლად გაიმარჯვებთ რადგან ის წარსულია, თქვენ კი მომავალი,- აცხადებს გეტა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს მამაცო ხალხო, ორი წელია უარს ამბობთ დათმოთ დემოკრატია, ევროპარლამენტში თქვენთვის ბრძოლას გავაგრძელებ - გრეგორევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები