პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რეპრესიები დღეს ქართული საზოგადოების ქსოვილში ღრმად არის გამჯდარი - Amnesty International

Amnesty International-ის შეფასებით, საქართველოში რეპრესიები საზოგადოების ქსოვილში ღრმად არის გამჯდარი, ხოლო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დარბევისას წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ 300-ზე მეტმა პირმა განაცხადა.

რეპრესიები დღეს ქართული საზოგადოების ქსოვილში ღრმად არის გამჯდარი - Amnesty International
რადიო თავისუფლება

განცხადებაში ცალკეა გამოყოფილი პატიმრობაში მყოფი დემონსტრანტი მათე დევიძე, რომელსაც ქართულმა სასამართლომ აქციაზე პოლიციელისთვის ჯოხის მოქნევის გამო 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„პოლიციური ძალადობისთვის სამართლიანობის აღდგენა კვლავაც ბუნდოვანია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ძალადობას, ხოლო მომიტინგეების ბოლოდროინდელი გათავისუფლება და ძალის ბოროტად გამოყენებისთვის რამდენიმე პოლიციელის გამამტყუნებელი განაჩენი ვერ ნიღბავს მიმდინარე უსამართლობის მასშტაბებს, რადგან ათობით ადამიანი, მათ შორის მათე დევიძე, უსამართლო სასამართლო პროცესების შემდეგ კვლავ ციხეშია" - წერია 28 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აქვე, რეპრესიების სიღრმისა და საყოველთაობის საილუსტრაციოდ მოყვანილია გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ისეთი შემთხვევები, როცა სხვადასხვა გზით თავდასხმის სამიზნეები გახდნენ ჟურნალისტები, არტისტები და იუმორისტები.

„მხატვრული გამოხატულება და პოლიტიკური სატირა თავდასხმის ქვეშაა. მუსიკოსებს ემუქრებიან და აჯარიმებენ საპროტესტო სიმღერების გამო, ჟურნალისტებს სატირული პოსტების გამო აკავებენ, ხოლო კომიკოსებს თავს ესხმიან ხუმრობების გამო, სახელმწიფოს მიერ წამოწყებულ ძალადობრივ ატმოსფეროში. ის, რაც ქუჩის საპროტესტო აქციების დარბევად დაიწყო, ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე ყოველდღიურ თავდასხმად იქცა" - წერს Amnesty International-ი.

აქვეა მოცემული რეკომენდაცია სამართლიანობის აღსადგენად: "დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ყველა ის ადამიანი, ვინც მხოლოდ ადამიანის უფლებების გამოყენების გამო დააკავეს და უზრუნველყონ პროტესტთან დაკავშირებული ყველა განაჩენის დამოუკიდებელი გადახედვა."

ამ განცხადების ფონი თავად Amnesty International_ის მიერ შემდეგნაირად არის აღწერილი.

დაშინების კამპანია გაგრძელდა განსხვავებული აზრის წარმომადგენლების მიმართ: მუსიკოსები კორძი და სოფო ბატილაშვილები დაემუქრნენ და დააჯარიმეს საპროტესტო სიმღერების გამო; ჟურნალისტი ვახო სანაია ორჯერ დააკავეს სატირული პოსტების გამო; კომიკოსი ონისე ოქრიაშვილს თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან უცნობმა პირებმა მთავრობის მიერ წახალისებული ცილისმწამებლური კამპანიის შემდეგ. ცოტა ხნის წინ, აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს სახელმწიფოებრივი მედიის მხრიდან მუქარა და ცილისწამება დაემართა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოების გამო, რომლებიც მას ნარკოდილერად წარმოაჩენდნენ.

მხოლოდ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დარბევის დროს 300-ზე მეტმა მომიტინგემ წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა. მხოლოდ ხუთი დაბალი რანგის პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცერი იქნა გასამართლებული და არ არსებობს ინფორმაცია, რომ ბრალი წაუყენეს მეთაურს . სექტემბერში აქტივისტმა სერგი ყანჩელმა განაცხადა, რომ ექვსი პოლიციელი სცემდა, იარაღის მუქარით ემუქრებოდა და სექსუალური ძალადობის მცდელობის მსხვერპლი გახდა. არ არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ბრალდებებზე ბრალი წაუყენეს არცერთ ოფიცერს. ქუჩის მომიტინგეების წინააღმდეგ უკანონო ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენების ბრალდებებიც ეფექტური გამოძიების გარეშე რჩება.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბოლოდროინდელი გათავისუფლებები და რამდენიმე პოლიციელის მსჯავრდება ვერ ფარავს მიმდინარე უსამართლობას — Amnesty Internationalწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები