პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესებმა მორიგ ჯერზე აჩვენა, რომ ნაცაგენტურა თავისი ფილიალებით არის ასაკრძალი" - გურამ მაჭარაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოხალხის ძალანაციონალური მოძრაობა

„ხალხის ძალის“ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები უნდა აიკრძალოს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესებმა მორიგ ჯერზე აჩვენა, რომ ნაცაგენტურა თავისი ფილიალებით არის ასაკრძალი" - გურამ მაჭარაშვილი
რუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 30 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება. სხდომები ამ კვირას გადაიდო, მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი მოდებაძის მამის გარდაცვალება გახდა.

პროცესის მიმდინარეობასა და სარჩელის საფუძვლებზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა. მისი შეფასებით, სასამართლო განხილვებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური სუბიექტები უნდა აიკრძალოს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესებმა მორიგ ჯერზე აჩვენა, რომ ნაცაგენტურა თავისი ფილიალებით არის ასაკრძალი. სააკაშვილი როდესაც ამბობს, რომ დიახ, მართალია, იმედი რომ დავარბიეთ, სწორად მოვიქეცით, შავაძე რომ დავხვრიტეთ, სწორად მოვიქეცითო. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი აღიარებს იმას, რომ ნაცმოძრაობა არის ე.წ. პოლიტიკური პარტია, რომელიც არ ცნობს არჩევნებს. ესე იგი, უნდა ხელისუფლებაში მოვიდეს რევოლუციებით, დამხობებით და ა.შ. და ეს წერია კონსტიტუციაში. სწორედ ამის საფუძველზე შევიტანეთ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომ არ შეიძლება, არსებობდეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ეწევა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების სარჩელის განხილვა უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს. სასამართლო დარბაზში 5 პარტიის წარმომადგენლებს კონკრეტული არგუმენტაციის მოსმენა და იმ კითხვებზე პასუხის გაცემა უწევთ, რაც მტკიცებულებებით, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებითაა გამყარებული.

პროცესების დასრულების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს 9-თვიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოგურამ მაჭარაშვილი: „საკონსტიტუციო სასამართლომ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციით უნდა ისარგებლოს. კონსტიტუციაში კი წერია, რომ ასეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეწევა როგორც გაცხადებულად, ისე ქმედებებით, არ უნდა არსებობდეს და უნდა აიკრძალოს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხუთი პარტიის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, ერთ-ერთი მოსამართლის მამის გარდაცვალების გამო 30 ნოემბრამდე გადაიდოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები