სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა და 300 გრამამდე „ალფა-პვპ“ ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით ნარკოტიკული საშუალების ჩანაცვლება და შემდგომ მისი კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ რაიონში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მისთვის განკუთვნილი ნარკოტიკის აღებას ცდილობდა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 300 გრამამდე "ალფა-პვპ".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…